• რეკლამა
  • კონტაქტი
18:36, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კობახიძე გამოცხადდა მატყუარად – ფასების კომისიამ თავად კობახიძეს გამოუტანა განაჩენი!” – გვარამია

ალია ავტორი - ალია
15:13 05-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69
კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია:
ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა, მასში ასახული სისულეების მიღმა, გულისხმობს მთავარს:
საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი კობახიძე იტყუებიან, რომ მაღალი ფასები ბიზნესის ბრალია. სინამდვილეში, ეს მთავრობის ბრალი უფროა. ფასები ვერ შემცირდება და ეს ბიზნესის ბრალი არაა, მთავრობის ბრალიაო.
თუმცა არცერთ წინადადებაში მთავრობა „დამნაშავედ“ არ იხსენიება, დასკვნის ფარული სამიზნე სწორედ მთავრობაა.
მოკლედ, ათასი ბოდვით კი შეუნიღბავთ, მაგრამ სათქმელი აშკარად ეგა აქვთ, მოკლე შინაარსი ამგვარია. ასე დაასკვნა ვითომმთავრობაზე ვითომპარლამენტმა.
არა და, “კომისიის” მუშაობის პერიოდში სრულიად სხვა რამ იყო ჩაფიქრებული და სრულიად სხვა განწყობა იგრძნობოდა: ყველაფერი უნდა დაბრალებოდა ბიზნესს და ფასნამატის ჭერი დადგენილიყო. ამიტომაც იყო, რომ კომისია სამი თვე ისე მუშაობდა, რომ კონკურენციის სააგენტოც კი არ მოსულა. ვინც ფასწარმოქმნის რეალურ მონაცემებს ფლობს — გეოსტატი, კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ბანკი – ისინი არ ყოფილან. იყვნენ მხოლოდ ისინი, ვის წინააღმდეგაც კომისია წინასწარგანწყობილი იყო, რომ დამნაშავედ უნდა გამოეცხადებინა.
საბოლოოდ რა მივიღეთ? კობახიძე გამოცხადდა მატყუარად, ხოლო “გადაწყვეტილებად” შემოთავაზებული ღონისძიებები, მთლიანად სამთავრობო კომპეტენციას განეკუთვნება. ანუ კობახიძე გამოცხადდა მაღალი ფასების შემოქმედად და ფასების დაწევის საკითხში არაკომპეტენტურად.
რა მოხდა შუაში ორ ფაქტს შორის: როცა კობახიძემ ტყუილებით შეუტია ბიზნესს და შექმნა კომისია მისთვის განაჩენის გამოსატანად და როცა მისმა კომისიამ თავად კობახიძეს გამოუტანა განაჩენი? ამას გავიგებთ ძალიან მალე. და ამ შუალედში, მათ შორის, მამუკა მდინარაძის მოხსნა რომ მოხდა, ესეც არ დაგვავიწყდეს. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ უცაბედად პროპაგანდისტმა იმედმა, რომელიც მაღალ ფასებზე და ბიზნესმენების გაშავებაზე აკეთებდა სიუჟეტებს, ამ დღეებში იმის მტკიცება დაიწყო, რომ საქართველოში დაბალი ფასებია, რაც ბუნებრივად აჩენს კითხვას: და ფასების შემსწავლელი კომისია მაშ რისთვის შექმნა კობახიძემ?
რა ხდება ხოლმე ასეთ დროს ყველამ კარგად იცის. იგივე მოხდება აქაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved