• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უფლებამოსილებები განუსაზღვრა კობახიძემ მდინარაძეს?

ალია ავტორი - ალია
14:35 05-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

ახალი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილებები ირაკლი კობახიძის დადგენილებით განისაზღვრა. დადგენილება გუშინ, 30 აპრილს გამოიცა.

დადგენილების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შექმნილია:

  • სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების,
  • ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობის,
  • ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვის,
  • ასევე მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებისა და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირების,
  • ასევე კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაციის/ კომუნიკაციის მიზნით.
  • სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

რას წყვეტს სახელმწიფო მინისტრი:

  • ა) წყვეტს სახელმწიფო მინისტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
  • ბ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილია მისთვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლებით;
  • გ) ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის საერთო კოორდინაციას;
  • დ) საქართველოს მთავრობის სახელით, ახორციელებს კომუნიკაციას სასამართლო ხელისუფლებასთან, საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან;
  • ე) აინიციირებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესს და ამ მიზნით  კოორდინაციას უწევს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობას;
  • ვ) კოორდინაციას უწევს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით;
  • ზ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვისა და გაანალიზების, შესაბამისი გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების შეფასების მიზნით, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ახორციელებს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების მაკოორდინირებელ ფუნქციას;
  • თ) მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვას;
  • ი) კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვს ინფორმაციას;
  • კ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს;
  • ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას განსახილველად წარმოუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
  • მ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში;
  • ნ) უფლებამოსილია, კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის ან გადაწყვეტილების მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები − კომისიები და საბჭოები;
  • ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, განკარგულებებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის განსაზღვრულ სხვა ამოცანებს, ასევე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო მინისტრს აქვს ბლანკი და ბეჭედი, სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

ამასთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას.

სახელმწიფო მინისტრის მისამართი ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე მთავრობის ადმინისტრაციაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved