საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
ერთხელ (სადღაც 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში) ერთ მეუფეს ვკითხე, -ამდენ უწიგნურს, მოფუჭებულ ნაძველბიჭარს და ხელმოცარულს მღვდლებად რო ხელს ასხამთ, ცუდად რო მოგიბრუნდებათ ამას ვერ ხვდები მეთქი და.. რა მიპასუხა იცით?
ქრისტეს მოწაფეები წერაკითხვის უცოდინარი მებადურები იყვნენო..
მეთქი მეუფე, ისინი თავად ღმერთის მოწაფეები იყვნენ და ჩვენ საპატრიარქოში რომელი ხართ იესო ნაზარეველი, შენ, კაკალო, სიკინჭილაშვილი თუუ კალისტრატე მეთქი და.. გამებუტა..
ახლა გამახსენდა ეს ამბავი პატრიარქის კანდიდატების დიპლომებზე რო ხმალაობა ატეხეს და ისაია მაგის გამო დაბრაკეს და იობს ალბათ ხვალ-ზეგ ჩამოართმევენ უფლებას (რაც არა აქვს რა დიპლომი უნდა წარმოადგინოს?)
ისე იმ ჩემ ძველ მეგობარ მეუფეს ვეთანხმები, არც თავად იესოს არ ქონია არანაირი დიპლომი, პირიქით, სინაგოგაში რომ ქადაგებდა, ხალხი გაოცებული უყურებდა -” ამ ჩვეულებრივი ხუროს შვილს ამხელა განათლება ვინ მიცაო”? (ოთხივე სახარებაში წერია სხვათაშორის)
ხო და ვეთანხმები მე მეუფე ისაიას .. დიპლომი კი არა, რწმენაა ყველაზე მთავარი მეუფისთვის და მითუმეტეს პატრიარქისთვის და კიდევ მრევლის სიყვარული და სათნოება..
ამაზე დგას ქრისტეს სწავლება და არა “გეპეის” ან “ძუკუ მიყუდებულის” სახელობის “პადვლის” უნივერსიტეტის დიპლომზე.
















კომენტარები