• რეკლამა
  • კონტაქტი
15:39, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა

ალია ავტორი - ალია
14:21 04-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და  რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღეს მონაწილეობა. დებატები სახელწოდებით – „სანდო და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი: დამკვირვებლების როლი“ საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა.

ღონისძიების ძირითადი მიზანი წევრ სახელმწიფოებში დამკვირვებლების წინაშე არსებული მუდმივი და ახალი გამოწვევების შეფასება,  დამკვირვებლების უფლებების  დაცვის კუთხით არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურობისა და შეზღუდვების შესწავლა, შემდგომი ქმედებების შესაძლო გზების განხილვა და ევროპის საბჭოს სავალდებულო ინსტრუმენტის პოტენციური დამატებითი ღირებულების, მასშტაბისა და მიზანშეწონილობის შესახებ ინფორმირებული დიალოგის წარმოებაში წვლილის შეტანა იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დებატების ფორმატში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე, ინკლუზიურ საარჩევნო გარემოსა და ზოგადად არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრა.

„ერთობლივი დებატები არის შესაძლებლობა, რომ ორგანიზატორებმა პირადად ჩვენგან მიიღონ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომლის ირგვლივაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული წუხილები და რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე და უშუალოდ დაკვირვების პროცესში ობიექტურობის და მიუკერძოებლობის მნიშვნელობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შესახებ მომზადებული ანგარიშები და შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ ფაქტებს და მტკიცებულებებს და არ გამომდინარეობდეს  არჩევნების პოლიტიკური შედეგებიდან.

ამასთან, დისკუსიის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მაგალითად ისეთების როგორიცაა ეუთო/ოდირი, დასკვნების პატივისცემა და მათი რეკომენდაციების გაზიარება ყველა ჩართული მხარის მიერ, რადგან ამ დასკვნების აღიარების გარეშე ფაქტობრივად აზრს კარგავს დაკვირვების პროცესის მნიშვნელობაც“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

დებატების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების, როგორც არჩევნებში ჩართული მხარეების როლზე. დაკვირვების სამართლებრივ ჩარჩოებზე, მათ შორის გარანტიებზე, ხარვეზებზე, კარგ პრაქტიკასა და გამოწვევებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს არჩევნების მთლიანობისა და საზოგადოების ნდობის გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ერთობლივი მოქმედების სტრატეგია და შემდგომი ნაბიჯები.

ერთობლივი დებატები 28-29 აპრილს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved