ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივის ინფორმაციით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია. მათივე თქმით, მეზობლები და ახლობლები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
















კომენტარები