• რეკლამა
  • კონტაქტი
11:14, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საქართველოს ხელისუფლებას ჰკიდია ფეხებზე საკუთარი მწარმოებელიც და მოსახლეობაც!” – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
14:48 04-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
481

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:

,,დღეს სოფელ შულავერში აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შემოსული ირანული და თურქული ბოსტნეულით ბაზარი გაივსო და ამის გამო საკუთარ ადგილობრივ პროდუქციას ვერ ასაღებენ!!!
აბსოლუტურად ყველა ქვეყანა იცავს საკუთარ მწარმოებლებს, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ჰკიდია ფეხებზე საკუთარი მწარმოებელიც და მოსახლეობაც!
5 დღის წინ ვენახებსაც მიადგნენ, სოფლის მეურნეობის მინისტრის სონღულაშვილის 24 აპრილის ბრძანებით:
საკუთარ მიწაზე ვენახს ვეღარ გააშენებთ, თუ:
1. არ წარადგინეთ განაცხადი;
2. მიწაზე საკუთრების/სარგებლობის უფლება;
3. საკადასტრო რუკა;
4. ნიადაგის სრული ანალიზი;
5. ლიცენზირებული სანერგედან ნერგის შეძენის ინვოისი.

ესაა ანტიეროვნული ხელისუფლება და მისი მხარდაჭერა წლების შემდეგ ძალიან სამარცხვინო იქნება!

P. S. სხვათაშორის დავით სონღულაშვილი, მინისტრობამდე, პარლამენტში აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, 2022 წელს პარლამენტში “სასურსათო უსაფრთხოებაზე” კანონპროექტი რომ შევიტანე უარი გვითხრა და მხარი არ დაუჭირა საქართველო თვითკმარი ქვეყანა რომ გამხდარიყო…“

შეგახსენებთ, შულავერში, ადგილობრივი ფერმერები დღეს დილიდან შეიკრიბნენ და პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მარნეულის მერთან, დაურ ისმაილოვთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მიუხედავად აქციის მონაწილეთა მოთხოვნისა, მერი ადგილზე არ მივიდა, რამაც სიტუაციის დაძაბვა და მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობა გამოიწვია. ამის გამო ორი პირი დააკავეს, რომლებიც ადგილობრივების პროტესტის ფონზე, უკვე გაანთავისუფლეს.

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved