საბერძნეთის ქალაქ ათენში 89 წლის კაცი სასამართლოს შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიჭრა 3 ადამიანი. დაშავებულები სასამართლოს თანამშრომლები არიან.
როგორც მედია იუწყება, აღნიშნულმა მამაკაცი, რამდენიმე საათით ადრე შეიჭრა სოციალური უზრუნველყოფის ოფისში, ავიდა მეოთხე სარტთულზე, სადაც ასევე სანადირო თოფიდან გაისროლა და ადგილიდან მიიმალა. სოციალური უზრუნველყოფის ოფისში მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.
როგორც მედია წერს, 89 წლის კაცს ახლა ათენის პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. სროლის მოტივი და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
















კომენტარები