• რეკლამა
  • კონტაქტი
09:12, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს დელეგაცია ჩინეთიდან ხელცარიელი დაბრუნდა” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
03:24 04-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,468

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

საქართველოს დელეგაცია ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ჩინეთიდან ხელცარიელი დაბრუნდა. პორტში ჩინური ინვესტიციების საკითხი ფაქტობრივად ჩაიშალა.

ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში ვიზიტისას არც კი შეხვედრია “გამარჯვებული” კომპანიის წარმომადგენლებს. ანაკლიის საკითხზე ჩინეთის ხელისუფლებასთან მხოლოდ ზოგადად, ინვესტიციების კონტექსტში იყო საუბარი.

ან კაბალურ ჩინურ მოთხოვნებზე დათანხმება, ან ახალი ინვესტორის ძიება-ასეთია დღევანდელი რეალობა.

სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი ტენდერი. პრობლემა არა მხოლოდ ჩინური მხარის არარეალისტურ მოთხოვნებშია, არამედ იმაში, რომ აღნიშნული კომპანია არის დასანქცირებული, რაც სამომავლოდ მასთან ურთიერთობებს გაართულებს დასავლეთის მხრიდან. გარდა ამისა, დარღვეულია სატენდერო მოთხოვნებიც, სადაც ერთ-ერთი პირობა მასში სახელმწიფო კომპანიის დაუშვებლობა იყო.

როგორც ცნობილი გახდა, ჩინელები არ აპირებენ საკუთარი წინაპირობების გადახედვას. ფაქტობრივად დროის ხაფანგში გაგვაბეს-მათ არსად ეჩქარებათ, ჩვენ კი ძვირფას დროს ვკარგავთ. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენიდან ორი წლის შემდეგაც ერთი ნაბიჯითაც კი არაა წაწეული წინ პროცესი.

ჩინური სახელმწიფო კომპანიის მთავარი მოთხოვნები იგივეა, რაც თავიდანვე იყო. აქედან ორი არის განსაკუთრებით მიუღებელი:

1. საფინანსო გარანტიები. კრედიტები, რომელსაც ჩინური კომპანია ბანკებისაგან აიღებს პორტის მშენებლონისათვის, უნდა იყოს დაზღვეული საქართველოს მთავრობის მიერ. აღნიშნული გარანტია არ ნიშნავს მხოლოდ საკრედიტო რისკების დაზღვევას. ის ითვალისწინებს ნებისმიერ ფინანსურ ზარალს, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ მიზეზით ინვესტორს წარმოექმნას. მაგალითად, ვერ მიიღო სათანადო მოგება, მშენებლობა გაჭიანურდა, რკინიგზა და სხვა კომუნიკაციები დროზე არ იქნა მიყვანილი და ა. შ. ასეთ ვითარებაში ბანკების წინაშე წარმოქმნილი ვალდებულება უნდა დაფაროს მთავრობამ.

2. კომერციული რისკების დაზღვევა(ტვირთების დაზღვევა).

ითხოვენ სახელმწიფოს მხრიდან ტვირთების დაზღვევას. თუ პორტის მიერ საკმარისი ტვირთი არ იქნა მოზიდული, ზარალი უნდა დაფაროს საქართველოს მთავრობამ.

სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი ზარალი გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე ის 300 მილიონი დოლარია, ჩინურმა მხარემ თავისი წილის შესაბამისად რომ უნდა ჩადოს კაპიტალში. ამ ზარალში მიუღებელი შემოსავლებიც იგულისხმება. მან რამდენიმე მილიარდი დოლარი შეიძლება შეადგინოს. ამის მწარე გამიცდილების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ნამახვანის ჰესის ისტორია. მშენებლობის შეჩერების მომენტისათვის თურქი ინვესტორის მიერ გაწეული დანახარჯები იყო დაახლოებით 40 მილიონი დოლარი, საერთაშორისო არბიტრაჟმა კი 400 მილიონი დოლარი დაგვაკისრა ჯარიმის სახით დაკარგული შემოსავლების ჩათვლით.

ჩინელები სხვა პირობებსაც აყენებენ. ეს არის ცნობილი ჩინური ვალის ხაფანგი. ამ მიდგომოთ ააშენა აღნიშნულმა კომპანიამ პორტები საზღვარგარეთ( ნიგერიაში, შრი-ლანკაში, ჯიბუტიში). თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ამ ქვეყნების ხელისუფლება, ეს ცნობილი ამბავია.

უცხოელი ინვესტორის გარეშე პორტის აშენება და მისი ოპერირება უკიდურესად სარისკოა. ამის რესურსი დღეისათვის ქვეყანას არ გააჩნია. საბოლოო ჯამში მივიღებთ მკვდრადშობილ ე.წ. “თეთრ სპილოს”. აქ მხოლოდ ფულში არაა საქმე. გამოცდილი ინვესტორის არსებობა პორტის ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.

ამასობაში დაიკარგა ძვირფასი დრო. ანაკლიის პორტის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწევს. ამაზე “ოცნების” ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved