• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამართალი სქესით არ დგება” – “საფარის” განცხადება და ჟორჟოლიანის პასუხი

ალია ავტორი - ალია
20:16 04-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
288

დღეს ორგანიზაცია “საფარმა” ლუკა ჭოხონელიძის მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მალევე, “საფარის” განცხადებას უპასუხა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გავრცელებული ვიდეოთი, სადაც მოითხოვა, რომ ყველა მტკიცებულება იყოს საჯარო. “ალია” ორივეს პოზიციას გთავაზობთ.

“საფარი”:

საფარი ჩაერთო ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში და ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დაზარალებულის ინტერესების სამართლებრივად დასაცავად. ამ ეტაპზე საგამოძიებო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს: გამოკითხულია დაზარალებული, მოწმეები და ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზები.

საფარი მოწოდებულია დაიცვას დაზარალებული ქალის ინტერესები და უფლებები. ამჟამად, ქალის უმთავრესი სურვილი და საჭიროებაა, არ მოხდეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ჩვენი ორგანიზაცია სრულად იზიარებს ამ პოზიციას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებული დავიცვათ განმეორებითი ვიქტიმიზაციისგან.

საზოგადოებასა და მედიას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ საქმის გარშემო სპეკულაციები. მსგავსი ქმედებები უკვე აზიანებს მსხვერპლის მენტალურ ჯანმრთელობას და საფრთხეში აგდებს მის კონფიდენციალობას.

საფარი მოვუწოდებთ ყველას, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, განაგრძონ გამოძიებასთან თანამშრომლობა, პატივი სცენ კანონს და მსხვერპლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ჩვენი საქმიანობა მიმართულია მართლმსაჯულების აღსრულებისკენ მსხვერპლის უფლებების პატივისცემის გათვალისწინებით,” 

ნანუკა ჟორჟოლიანი:

უმძიმესი ბრალია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უმძიმესი, სავარაუდო დაზარალებული, უმძიმესი თემით. მყავს ორი გოგო და ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ შესაძლოა გახდეს ძალადობის მსხვერპლი. ყველა კაცი მინდა მოკვდეს, ვინც ქალზე ძალადობს, სულ რომ საბა კოდუა იყოს, ყველა კაცი, ვინც ქალზე ძალადობს, მინდა მოკვდეს, მეორეს მხრივ, მყავს შვილი საბა, რომელსაც შეიძლება ერთ დღეს წაუყენონ გამოუსწორებელი ბრალი, ისეთი ბრალი, რომელზედაც სულ რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს, რომ დაამტკიცოს რომ მოძალადე არ არის და ეს არ ჩაუდენია, მისი ცხოვრება აღარასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინ, ეს ისეთი თემაა, რომელიც სამუდამოდ გცვლის და შენს ცხოვრებას ვეღარასოდეს ვერ ხდის ძველებურს. ამ საქმეში ერთადერთი სწორი გამოსავალი არის საჯაროობა. ღია მოყოლა ამბის. მტკიცებულებებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც ბუნებრივია გოგოს ანონიმურობას არ დაარღვევს – მიმოწერები, ვოისები, ვიდეოები, – ყველაფერი უნდა იყოს საჯარო.

საფარმა გაავრცელა განცხადება, სადაც გვეუბნება, რომ დავიცვათ ანონიმურობა გოგოს და მისი პერსონალური ინფორმაცია არ გავაჟღეროთ, თუმცა, პირველ აბზაცში აჟღერებს ბიჭის პერსონალურ მონაცემებს, როდესაც წერ ლ.ჭ.–ს. – არ არის რთული გამოსაცნობი ვის გულისხმობ, როდესაც ბოლო 4 დღეა ლუკა ჭოხონელიძის მიმართ ისმის ბრალდება, რომ მან გოგო გააუპატიურა. ეს არ არის სწორი სტანდარტი და მე ვფიქრობ, რომ სამართალი სქესით არ დგება. სამართალი დგება სამართლიანობით. მე მესმის ურთულესი სტატისტიკური მონაცემები, მესმის ყველა გამოწვევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს იყოს მთავარი გადამწყვეტი, როდესაც საქმე ეხება გაუპატიურებას. 

ამ თემაზე დუმილი ფიზიკურად ვერ იქნება. ნებისმირი დეტალი საზოგადოებამ უნდა იცოდეს და კითხვები არ უნდა დარჩეს. 

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ დროს თანამშრომლობა გამოძიებასთან და თანამშრომლობა საზოგადოებასთან, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ზოგადად ასეთი პრაქტიკაა, განაჩენი მხოლოდ სასამართლოს არ გამოაქვს, განაჩენი გამოაქვს ხალხსაც და ამიტომაც ხალხმა უნდა იცოდეს ყველაფერი, რაც კი იარსებებს ბუნებაში ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს ასეც იქნება. 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved