• რეკლამა
  • კონტაქტი
17:49, პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რისკები დაიდოს” – “საიდუმლო გუნდური ოქმი” და პენიტენციურის პასუხი, სადაც რატიანის წინააღმდეგ რატიანი მოჰყავთ

ალია ავტორი - ალია
14:10 04-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც სასჯელს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, თავისუფლების აღკვეთის პირობები განესაზღვრა: ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის.

ზვიად რატიანმა ციხიდან ღია წერილით მიმართა იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას და გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას.

წერილს გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს.

წერილის მთავარი ადრესატი, პაატა სალია რატიანს არ პასუხობს, თუმცა, დღეს პასუხი გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა.

ზვიად რატიანის წერილი:

“მართალია, პირდაპირ არავის მივმართავ, მაგრამ ამ წერილს რამდენიმე ირიბი ადრესატი ჰყავს. პირველ რიგში, ამხანაგი პაატა სალია, იუსტიციის მორიგე მინისტრი. ასევე, პენიტენციალური დეპარტამენტისა და გლდანის VIII საპატიმროს ხელმძღვანელი მუშაკები.

6 აპრილს პენიტენციურმა დეპარტამენტმა წერილობით შემატყობინა, რომ მე, როგორც „საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულს“ აღკვეთის ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შემეცვალა.

ჯერ ავხსნი განსხვავებებს აღკვეთის ამ ორ მოდელს შორის და მერე ვიკითხოთ, რა უნდა ყოფილიყო ცვლილების მიზეზი, რა ხილვა, რა გამოცხადება ეწვიათ ასეთი, რომ მანამდე შეუმჩნეველი რისკები განჭვრიტეს და დაგვიანებით, მაგრამ აღკვეთეს.

პირველი და ჩემთვის უმნიშვნელო განსხვავება ისაა, რომ ნახევრად ღია წესი პატიმარს უტოვებს შესაძლებლობას, სასჯელი კოლონიურ ღია სივრცეში მოიხადოს, დახურული წესი კი მხოლოდ ოთხ კედელს ითვალისწინებს.

მეორე და ჩემთვის მტკივნეული განსხვავებაა ისაა, რომ დახურული წესით მინიმუმადე მცირდება თვიური ხანმოკლე და წლიური ხანგრძლივი პაემანების რიცხვი.

საქმეც ისაა, რომ მე ისედაც, დაპატიმრების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, დახურული წესით ვიხდი სასჯელს. მეტიც, ექვსი თვეა სრულდება, რაც საერთოდაც სამარტოო საკანში ვიმყოფები. აქვე დავაზუსტებ, რომ ეს ჩემივე სურვილი იყო. არც არასდროს გამომითქვამს ღია სივრცეში გადასვლის და სხვა პატიმრებში გარევის სურვილი.

ღია კარის მტვრევა გამიგია, მაგრამ დახურულის დახურვა რა ფენომენია, აღარ ვიცი. როგორც ჩანს დეპარტამენტის მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულება, გამოგიტყდებით, არ არის ცალმხრივი.

მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი რაღა იყო, ეგაა საკითხავი.

თანასაკნელები ისედაც არ მყავს, ციხის იმ თანამშრომლებთან, ვისთანაც მიწევდა და მიწევს ურთიერთობა, არათუ კონფლიქტი, მცირედი გაუგებრობაც არასდროს მქონია. არც მოუციათ საბაბი.

თავიდან ისიც კი დავუშვი,  მექანიკური სამოხელეო შეცდომის წყალობით აღმოვჩენილიყავი „საშიშროების მომეტებული რისკის“ მსჯავრდებულთა ნუსხაში და ამ დაშვებას ლოგიკური ახსნაც თავადვე გამოვუძებნე. ვიფიქრე, ციხე პირთამდე გადაიტვირთა, ისღა დარჩენიათ, პატიმრების ნაწილს აღკვეთის რეჟიმი დაუმძიმონ და ასე შეამცირონ პაემნების საერთო რაოდენობა მეთქი.

გულუბრყვილობა იყო, ვაღიარებ, ასეთი დაშვება, რომელ მექანიკურ შეცდომაზეა ლაპარაკი, როცა დეპარტამენტის უწყებას ასეთი მინაწერი აგვირგვინებს: “საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო სხდომის ოქმი“…

რა უნდა ვთქვა? ვგიჟდები გუნდურ მუშაობაზე საიდუმლო ვითარებაში!

ყოველთვის ვერიდებოდი ჩემი პატიმრული პრობლემების საჯაროდ გამომზეურებას და ამჯერადაც ვეცადე, მიზეზი ციხეშივე მომეკითხა. სოცმუშაკის პირით შევუთვალე ადმინისტრაციას, იქნებ აეხსნათ, რა ნიშნით არ აკმაყოფილებდა ჩემი ყოფაქცევა მათ მაღალ სტანდარტებს. იმავე სოცმუშაკის პირით შემომითვალეს, ასეთი უადგილო შეკითხვით პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისთვის მიმემართა, ანუ კედლისთვის ცერცვი შემეყარა.

მაინც პოეზიასთან წილნაყარი კაცი ვარ და ჩავთვალე რომ დახურულ რეჟიმს ღია წერილი მოუხდებოდა.

ამხანაგი სალია იმიტომაც ავირჩიე ირიბ ადრესატად, რომ ყველაზე მეტად სწორედ მისნაირებს ვერჩი, ისეთებს, ვისზეც მსმენია, ოდესღაც ადამიანები იყვნენო. სამაგიეროდ, დღეს არის თევზივით, არასდროს არაფერი იცის. არ იცის, რა ხელი ჰქონდა რუსთავი2-ის მიჭირხვნის საქმესთან. არ იცის, როგორ მოხვდა წულუკიანის მოღალატურ კომისიაში, არ იცის, რის სანაცვლოდ დაარქვეს მინისტრი.

გამოიჭერს ხოლმე რომელიმე რეპორტიორი:

– ბატონო პაატა, მართალია რომ ოდესღაც ადამიანი იყავით?

– არ ვიცი, ასე როგორ გიპასუხოთ, ხომ უნდა მოკითხო…

ამ წერილს, დიდი ალბათობით, დეპარტამენტის პასუხი მოჰყვება, მორიგი ბინძური ცილისწამება, რაშიც უბადლოდ არიან დახელოვნებული. გულწრფელად მაინტერესებს, ამჯერად რით გამაშავებენ, რით დაასაბუთებენ ჩემგან მომდინარე „საშიშროების მომეტებულ რისკებს“.  საკნის სათვალთვალო კამერის არქივში ქექვა არაფერს მისცემთ; ეს ის შემთხვევაა, როცა გაცილებით ღრმა შემოქმედებითი გარღვევა მოეთხოვებათ. მე მჯერა მათი!

ერთს კი ვურჩევდი. ყოველთვის, როცა მორიგი ცილისწამების შესათხზავად მოკალათდებიან, ისიც ახსოვდეთ, რომ დაგინება მათივე პრეზიდენტის საყვარელი გატაცებაა, თორემ მე და ჩემნაირებს ასეთები არც გვაქვს ჩვევაში.

თუმცა, მალე მოვა დროს, როცა ყველას ყველაფრისთვის მოეკითხება და აღარც არცოდნა ჩაეთვლებათ სალიებს არცოდვად.

არც მე დავიზარებ, მოვყვე ჩემი წილი სიმართლე ბოროტებაზე, რომელთა შემსწრეც არასრული ერთი წლის მანძილზე გავხდი და ვატყობ, ჯერ სად ვარ!

თუმცა, მანამდე, ამხანაგო მინისტრო, რისკები დაიდოს!”

უწყება არ წერს, რა სახის საიდუმლო “თათბირი ჩატარდა და ან საფუძველი რა გახდა, საერთოდ ამ საკითხზე მსჯელობის, წერს ბრძანების ნომერს.
უწყების ცნობით, ზვიად რატიანის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვეღარ მოთავსდება ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში და იქვე ადასტურებს, რომ რატიანი ისედაც მთელი ეს დრო სამარტოო საკანში იმყოფებოდა. მით უფრო, რა სახის რისკი არსებობს ისეთი, რომელიც სამარტოო საკანში მყოფ პირს უწყებამ ვერ აარიდოს – ამაზე პენიტენციური არაფერს ამბობს.
პენიტენციურს მტკიცებულებად მოჰყავს რატიანის თხოვნა, იყოს სამარტოვო საკანში და ასკვნის, რომ რაკი ეს მოითხოვა, ესე იგი, გარკვეული რისკი არსებობს.  არაფერს ამბობს ამ სავარაუდო რისკის მოკვლევაზეც კი. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებად ზვიად რატიანის საქმეზე, თავად ზვიად რატიანი მოჰყავთ მხოლოდ, უწყება ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით განისაზღვრა რისკი.
თუ რატიანის წინააღმდეგ, მხოლოდ რატიანის თხოვნა, სამარტოვო საკანში ყოფნაზე, აქვს სისტემას, მაშინ, რას ნიშნავს ჩანაწერი: “საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო სხდომის ოქმი”? – რატომ იყო რატიანისთვის საიდუმლო საკუთარივე თხოვნა?

მსჯავრდებულ ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი პენიტენციური კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების შესაბამისად განესაზღვრა.

საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში.

გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულისთვის საშიშროების ინდივიდუალური რისკი განისაზღვრა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

მსჯავრდებულს (მის წარმომადგენელს) შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved