• რეკლამა
  • კონტაქტი
06:15, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მადიარი, როგორც ადამიანი, აშკარად ნაძირალაა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
00:23 04-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,750

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

პოლიტიკოსების და მათი ამომრჩევლების ლოგიკაზე, მორალსა და პრინციპებზედ.

ფიქრები შუაკვირაში …

————–

ამერიკულ იურისპრუდენციას აქვს ასეთი კანონი, მეუღლეებს კანონით არ ევალებათ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. ლოგიკურია. იურისპრუდენცია თვლის, რომ მეუღლეთა ურთიერთობის ადამიანური მორალის შენახვა უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების სულიერი სიჯანსაღისათვის, ვიდრე პრეცედენტის შექმნა, რომ მეუღლეები კანონით აიძულო ერთმანეთის მიმართ ადამიანური ნდობა შეურაცხყონ.

პეტერ მადიარმა საკუთარი მეუღლე, საკუთარი სამი შვილის დედა, საკუთარ სახლში, ინტიმურ გარემოში გულახდილი საუბრის დროს ტელეფონზე ჩაიწერა და მერე ეს საუბარი საჯაროდ გამოაქვეყნა როგორც მტკიცებულება, რომ ორბანის მთავრობა კორუმპირებული იყო.

იუდით ვარგა, მადიარის ცოლი და ორბანის იუსტიციის მინისტრი, არ ყოფილა ცუდი ადამიანი. როგორც ჩანს, მას ქეჯნიდა სინდისი და მეუღლე გამოიყენა აღსარებისათვის.

იუდითი რომ ცუდი ადამიანი არ არის, იქედანაც ჩანს, რომ იგი თავისი ნებით გადადგა თანამდებობიდან, როდესაც ორბანმა ვიღაც პედოფილს ააცილა პასუხისმგებლობა დანაშაულისათვის.

ცხადია, მადიარი სასულიერო პირი არ არის და აღსარების საიდუმლოს დარღვევა იგივე ცოდვად არ ჩაეთვლება, მაგრამ როგორც ადამიანი აშკარად ნაძირალაა.

სამაგიეროდ, ბატონი მადიარი უყვარს საზოგადოებას, რადგან საზოგადოება თვლის, რომ პეტერისთვის სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას, საკუთარ ცოლშვილზეც კი და რომ იგი ააყვავებს უნგრეთს და გამოადგება ევროპულ დემოკრატიას.

“ასეთი ადამიანი არანაირი ნდობის ღირსი არ არის” – განაცხადა გამწარებულმა იუდით ვარგამ. შეეკამათებით?

მე არა. სრულიად ვეთანხმები.

დანიური ფილმია ერთი, სადაც სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელებს მისცემს დავალებას, რომ არჩევანი გააკეთონ სამ პოლიტიკურ კანდიდატს შორის.

პირველი კანდიდატი არის ცბიერი, ასაკოვანი ინვალიდი, რომელსაც საყვარლად ჰყავს თავისი ცოლის მდივანი და რომელიც თავისი შეხედულებისამებრ არღვევდა ადამიანის უფლებებს.

მეორე კანდიდატი არის უხეში, უტაქტო ლოთი, მძიმე მწეველი. ახირებული და ჯიუტი; რომლის სიჯიუტესაც არაერთი ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ცნობილია თავისი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებებით ქალების მიმართ.

მესამე არის ზრდილობიანი, ქალების და ოჯახური ტრადიციების პატივისმცემელი, ცხოველების მოყვარული, ემოციური ვეტერანი.

ახალგაზრდებმა ერთხმად აირჩიეს მესამე კანდიდატი – ადოლფ ჰიტლერი და დაიწუნეს რუზველტი და ჩერჩილი.

პატრიოტიზმი არ არის ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარი; ის ბოლოს წინაა; უკანასკნელი კი მორალია.

როგორ უნდა გაერკვეს ამ აბრაკადაბრაში რიგითი ამომრჩეველი?

არ არის იოლი კითხვა.

ვისაც შესაძლო პასუხები აინტერესებს, შემოგვიერთდით რადიო “დარიოზე” შაბათს, ვიმსჯელოთ …

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved