ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ($105.6 მლრდ.) ოდენობის სესხის გამოყოფისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღების პროცედურა დაიწყო. ეს შესაძლებელი გახადა უნგრეთის მიერ, ვეტოს გაუქმებამ.
სლოვაკეთი, რომელიც ამბობდა, რომ შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს რუსეთისადმი სანქციების ახალ პაკეტს, ცნობილი ხდება, რომ მხარს დაუჭერს.
უნდა აღინიშნოს, ისინ, რომ რომ უკრაინამ აღადგინა „დრუჟბის“ ნავთობსადენი და უნგრულმა ენერგოგიგანტმა, MOL-მა და სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა, დენისა საკოვამ უკვე დაადასტურეს, რომ ნედლეულის მიწოდება ხვალიდან აღდგება.
შეგახსენებთ, რომ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე ევროკავშირი გასულ წელს შეთანხმდა. თუმცა აღნიშნული პაკეტის საბოლოოდ დამტკიცება უნგრეთის ვეტოს გამო ვერ ხერხდებოდა. გაცემული $105.6 მილიარდის უპროცენტო სესხი მიზნად 2026-2027 წლებში უკრაინის სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მიწოდებას ისახავს.
















კომენტარები