თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს სთხოვს, საიდუმლო შესყიდვაზე საუბრის ნაწილში პროცესი დახუროს.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯარის ძარცვის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც საბოლოო სიტყვას ამბობს ყოფილი მინისტრი.
ბატონო მოსამართლევ, მე ორი მუხლით მაქვს წაყენებული ბრალდება – ვილაპარაკებ ერთ საქმეზე და სადაც საიდუმლო შესყიდვაზე უნდა ვილაპარაკო, გთხოვთ დახუროთ პროცესი”, – თქვა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
















კომენტარები