„ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე საუბრისას, ამბობს:
“თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“
















კომენტარები