• რეკლამა
  • კონტაქტი
15:53, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს აღარ გადაიხდიან – კანონპროექტი

ალია ავტორი - ალია
18:52 04-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
429

სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს აღარ გადაიხდიან – ამას ითვალისწინებს “საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მმართველის პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტში დააინიციირეს.

კანონპროექტის ავტორები “ქართული ოცნების დეპუტატები – შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი და მარიამ ლაშხი არიან. ეს ცვლილება მოჰყვა საგადასახადო კოდექსში შეტანილ წინა კანონს, რომლითაც 2026 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტის აქციზი მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად ახალი კანონპროექტით ერთადერთი გამონაკლისი, ვისაც ავტომობილების აქციზის გადახდა საერთოდ არ მოუწევს თავად სახელმწიფო იქნება.

“მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი არ თავისუფლდება აქციზის გადასახადისგან. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც აქციზის გადასახადით დასაბეგრი საქონელი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში, სახელმწიფოს უჩნდება ვალდებულება მოახდინოს მისთვის გადაცემული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა და შესაბამისად, აქციზის გადასახადით დაბეგვრა, რაც დამატებით ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს და ართულებს ასეთი საქონლის სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ განკარგვას. ამასთან, ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი მოქმედი კანონმდებლობით თავისუფლდება დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადებისგან. არსებული პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტა შეუძლებელია მოქმედი რეგულაციების ფარგლებში, რის გამოც აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის გზით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი გათავისუფლდება აქციზის გადასახადისგან“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის პირველი აპრილიდან აქციზის განაკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის ასე ნაწილდება:

  • 1 წლამდე ავტომობილებისთვის – მოქმედია 1 სმ³-ზე 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 1 წლის ავტომობილებისთვის – მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 2 წლის ავტომობილებისთვის – მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 3 წლის ავტომობილებისთვის – მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 7%;
  • 4 წლის ავტომობილებისთვის – მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 25%;
  • 5 წლის ავტომობილებისთვის – მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 50%;
  • 6 წლის ავტომობილებისთვის – მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 88%;
  • 6 წლის და მეტი ავტომობილები – მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 4.5 ლარი, მატება 560%. (ბიემჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved