ჟურნალისტი, ნინო.ჯანგირაშვილი:
❗️ რომ ვიცოდეთ რას ნიშნავს ტრამპ თაუერის აშენება რომელიმე ქვეყანაში, სანამ ქოცებს ისე წარმოუჩენიათ, რომ ტრამპმა მთელი თავისი დანაზოგი საქოცეთში დააბანდა.
❌რამდენიმე ტყუილი, რომლებიც უკვე მოვისმინე იმედზე:
1. ტრამპის ორგანიზაცია თბილისში ცათამჯენს ააშენებს.
2. ტრამპის ორგანიზაციამ საინვესტიციოდ სწორედ საქართველო შეარჩია.
3. საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო. ამაზე მეტყველებს ის, რომ ტრამპის ოჯახის საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის საქართველში ძალიან დიდი ინვესტიციით.
✅რა გავიგეთ სინამდვილეში იმ ინფორმაციიდან, რაც ამ დროისთვის გავრცელდა:
⭕️ტრამპის ორგანიზაცია თბილისში ცათამბჯენს არ აშენებს. ტრამპის ორგანიზაციამ მისცა ბრენდის გამოყენების ლიცენზია უმსხვილესი ქართველი დეველოპერების ჯგუფს (ძირითადად ქოცებს), რომლებიც ამის მიღწევას დიდი ხანია ცდილობდნენ ზაზა ფაჩულიას დახმარებით.
⭕️რას ნიშნავს ეს:
The Trump Organization სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა ერთი მიმართულება – ბრენდის ლიცენზიის გაყიდვა.
⭕️როგორ მუშაობს „Trump Tower“-ის ტიპის პროექტები, განსაკუთრებით აშშ–ს ფარგლებს გარეთ:
⭕️ასეთ პროექტებში The Trump Organization ძირითადად, თავად არ აშენებს შენობას. და არც ინვესტიციას დებს. პირიქით, ის ბრენდის ლიცენზიის გაყიდვით იღებს შემოსავალს – თავიდან ერთჯერად თანხას წინსწრებით, შემდეგ კი გაყიდვებიდან პროცენტს (fee / royalty) – 5–12%–ის მოცულობით.
✅რა მოდელია ეს:
✅ტრამპის ორგანიზაცია აძლევს დეველოპერებს საკუთარ ბრენდს -Trump tower და ამაში იღებს ერთჯერად თანხას.
✅პროექტის ინვესტირებას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს დეველოპერების ჯგუფი. ამ შემთხვევაში ქართველი დეველოპერები– არქი, ბლოქსი და ფხაკაძის ბიოგრაფი ლივინგი.
✅ბრენდის გამოყენების საფასურს წინასწარ უხდიან ტრამპის ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში სავარაუდოდ უკვე გადახდილი ექნებათ დაახლოებით 15 მილიონი დოლარი. შეიძლება ცოტა მეტი, შეიძლება ცოტა ნაკლები(საშუალო დავთვალე სხვადასხვა პროექტებიდან). ანუ, ტრამპის ორგანიზაციას არ აქვს არანაირი დანახარჯი, არანაირი რისკი. პირიქით, შემოსავალი მიიღო.
⭕️მომავალში რა როლი ექნება ბრენდის მფლობელს
ტრამპის ორგანიზაცია, როგორც წესი, აკეთებს 3 რამეს:
✅სტანდარტების კონტროლი
• არქიტექტურა – ხშირად პროექტი მისივე რეკომენდირებულია და დამტკიცებულია, თუმცა ფულს არც ამ შემთხვევაში დებს. დეველოპერები იხდიან.
• ინტერიერი და უძრავი ქონების ხარისხი – აწესებს სტანდარტებს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ეს პროექტი.
• სერვისის ხარისხის კონტროლი.
✅მოკლედ, ტრამპის ორგანიზაცია არაფერს აშენებს, მაგრამ ამოწმებს. ზოგ პროექტში შეიძლება მოგვიანებით, დასრულების შემდეგ მენეჯმენტიც აიღოს საკუთარ თავზე, თუ ამაში დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივას დაინახავს. საქართველოში როგორ მოხდება, არ ვიცი.
⭕️ანუ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ტრამპი და მისი ოჯახის ორგანიზაცია არანაირ ინვესტიციას არ დებს საქართველოში. ინვესტიციას დებენ ქართველი ქოცი დეველოპერები, ოღონდ აშენებენ ტრამპის ბრენდის ქვეშ. ისინი იღებენ ყველა რისკს. ტრამპის ორგანიზაცია არანაირ რისკს არ იღებს, არაფერს არ ხარჯავს, და ნულოვანი რისკით იღებს ფულს და იმიჯურ სარგებელს.
❗️რაში ჭირდებათ ქოც ბიზნესმენებს ტრამპის ბრენდით აშენება, როცა ისედაც შეუძლიათ ააშენონ და გაყიდონ:
ზოგადად, დეველოპერებისთვის სხვადასხვა ქვყნებში ტრამპის ბრენდი ნიშნავს:
✅პრემიუმ იმიჯს ტრამპთაუერის ბრენდის გამოყენებით, რაც ზრდის გაყიდვებს, მარკეტინგულ წარმატებას, PR ეფექტს, რაც იწვევს უფრო ძვირად გაყიდვას.
✅რას იღებენ ქართველი დეველოპერები:
ვერ გეტყვით. პრემიუმ სეგმენტის ადგილობრივი მომხმარებელი ძალიან ცოტაა. შესაძლოა ტრამპ თაუერის ბრენდმა უცხოელი მყიდველები მოიზიდოს და ამაზე გათვალონ, მაგრამ ტრამპის ბრენდი მათ პროექტს მნიშვნელოვნად გაუძვირებს და რამდენად უღირთ ფინანსური და ბიზნესთვალსაზრისით, არ ვიცი. მითუმეტეს, რომ შესაძლოა ეს ბრენდი პირიქით, ტოქსიკურიც აღმოჩნდეს.
❗️თუმცა, რაც ვიცი ის არის, რომ ივანიშვილი ამ გზით ეტენება ტრამპს და მისი კარის ბიზნესმენებისთვის ამ მომენტში მთავარია ივანიშვილს ასიამოვნონ. ხარჯები და დანაკარგები ნაკლებად მნიშვნელოვანია. აი, თუნდაც იმედის რამდენიმე სიუჟეტად უღირთ ეს ყველაფერი, რომ თურმე “ტრამპის ოჯახი აქ უზარმაზარ ინვესტიციებს ახორციელებს“ . წადი მერე და ამოწმე, სინამდვილეში რა ხდება და ზეგ რა მოხდება.
სინამდვილეში კი ის ხდება, რაც ზევით დავწერე.
















კომენტარები