• რეკლამა
  • კონტაქტი
15:35, შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შსს: 2 პირი გაკოჭეს და იარაღის მუქარით 181 000$, მაჯის საათსა და ყელსაბამს დაეუფლნენ – დაკავებულებიდან ერთი რუსეთის მოქალაქეა

ალია ავტორი - ალია
12:25 04-18-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.მ. და ამავე წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კ.პ. დააკავეს. ხოლო დანაშაულში მონაწილე 2001 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, ყაჩაღობის გეგმა შეიმუშავეს. მიმდინარე წლის 14 აპრილს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოტყუებით მიიყვანეს ორი პირი, გაკოჭეს და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ყაჩაღურად დაეუფლნენ მათ კუთვნილ თანხას – 181 000 აშშ დოლარის ოდენობით, მაჯის საათსა და ყელსაბამს. დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სამივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავეების ვინაობა დაადგინეს და მათ მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები გაატარეს. პოლიციამ მ.მ. და კ.პ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები და დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული სხვა ნივთები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved