• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიციის ალიანსმა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმა გამოაქვეყნა

ალია ავტორი - ალია
15:06 04-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

 ოპოზიციის ალიანსმა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით საგანგენო ბრიფინგი გამართა და გეგმა გამოაქვეყნა:

,,დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეყანა იმართება არასწორად: სახელმწიფო ჩაფლულია კორუფციაში, არის დიდი რეგულაციური და საგადასახადო ტვირთი.

არალეგიტიმური ხელისუფლების გამო სახელმწიფო არის იზოლაციაში დემოკრატიული სამყაროსგან, რამაც საბოლოოდ გააჩერა გარედან შემოსული ინვესტიციები. სახელმწიფო სტრუქტურები, როგორიცაა ეროვნული ბანკი, ერთი პარტიის ინტერესების მსახურად იქცა, ხოლო ბიუჯეტი ივანიშვილთან დაკავშირებული კლანის მიერ პირწმინდად იძარცვება. არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და კორუფცია პირდაპირ უძვირებს ბიზნესს ყველაფრის ფასს.

განსაკუთრებით მტკივნეული პროდუქტების გაძვირება გახდა ნავთობის კრიზისის დაწყების შემდეგ. ყველა პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ესეთ დროს ცდილობს საკუთარ მოქალაქეებს შეუმსუბუქოს ცხოვრება და სწორი ნაბიჯები გადადგას: ზომები მიიღოს გადასახადების შემცირებით, რათა ფასების მყისიერი ზრდა შეაჩეროს, ასე მოიქცა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, ავსტრალია და ა.შ. ქართული ოცნება ამას არ აკეთებს, რადგან დიდი გადასახადები ბიუჯეტის შევსების ადვილ წყაროდ ესახება, ხოლო სავსე ბიუჯეტი ადვილად გასაქურდ ლუკმად.

რომ შევაჯამოთ, რა ახდენს გავლენას ფასებზე და მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე:

საგადასახადო ტვირთის ზრდა 24.8%-დან 26.7%-მდე.
ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთით, ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის ხელოვნური ზრდა (2013 – 2025) – 250-300% (3-4ჯერ მეტი ვიდრე ეკონომიკის ზრდა).
შიდა ვალის ზრდა (2012 – 2026) – 2 მლრდ -დან 12 მლრდ-მდე.
ინვესტიციების შემცირება: 2022 – 2 მლრდ$ – 2025 – 1.7 მლრდ $ (80% რეივესტიცია).
ბენზინზე აქციზის ზრდა: 2017-მდე 250 ლარი, ახლა – 500 ლარი.
დიზელზე აქციზის ზრდა: 2017-მდე 150 ლარი, ახლა 400 ლარი.
კორუფციული და კრიმინალური ხარჯი – ივანიშვილის რეჟიმის კორუფციული და კრიმინალური რეკეტის პირობებში, თანამდებობის პირების გამდიდრების მასშტაბი პირდაპირ აისახება მომხმარებლებისთვის მიწოდებული პროდუქტების და სერვისების ფასზე.
ოფიციალური რეგულაციურ-ბიუროკრატიული ტვირთი – ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ნაბიჯების მიღმა შემოღებული რეგულაციები (რისი ერთერთი მაგალითიც არის ლარიზაცია).

 აქედან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ოპოზიციის ალიანსის ხედვას.

მყისიერად გადასადგმელი ნაბიჯები:

🔴 საწვავზე აქციზის განახევრება (2016 წლის ნიშნულზე დაბრუნება)

🔴 საშემოსავლო გადასახადის 1%-ით შემცირება

🔴 დღგ-ის 1%-ით შემცირება

🔴 ამ ცვლილებებით ეკონომიკას ექნება დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარის მყისიერი საგადასახადო შეღავათი და ეს ფული დარჩება ხალხს, არ გახდება ქართული ოცნების ქურდი მმართველი კლანის ნადავლი. ეს, ასევე, მაშინვე გააიაფებს საწვავს დაახლოებით 20 თეთრით და დაგვეხმარება ფასების მყისიერი ზრდის თავიდან აცილებაში ან მინიმუმ, შეფერხებაში და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნაში.

 საშუალო და გრძელვადიანი ნაბიჯები:

🔴 საგადასახადო ტვირთის და ბიუროკრატიის ზომის არსებითად შემცირება.
🔴 ეკონომიკის მოცულობასთან შიდა ვალის მოცულობის შეფარდების განახევრება.
🔴 ეროვნული ბანკის დეპოლიტიზება.”

თეგები: ოპოზიციის ალიანსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved