• რეკლამა
  • კონტაქტი
11:52, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვგმობთ დავით ცეცხლაძის მხრიდან ორსულ ქალზე ძალადობის გამოვლინების ფაქტს და მოვუწოდებთ ქალთა დამცველებს მყისიერი რეაგირებისკენ – გიორგი კაპანაძე

ალია ავტორი - ალია
13:44 04-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Screenshot

Screenshot

Facebook-ზე გაზიარება
414

ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია – აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე მედიასთან საუაბარში აღნიშნავს, რომ 2026 წლის 13 მარტს ბრიტანულ-ქართული აკადემიის რიგგარეშე კრებაზე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ აფბას გავრცელებულ განცხადებას, ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იანი წილის მფლობელის, ნათია ჯანაშიას მეუღლე, დავით ცეცხლაძე კვლავ ბულინგის ფორმით გამოეხმაურა და ორსული ქალის მიმართ ძალადობრივი შინაარსის კომენტარი გამოაქვეყნა.

აფბას ინფორმციით, საქმე ეხება ბრიტანულ-ქართული აკადემიის რიგგარეშე აქციონერთა კრებას, სადაც განიხილებოდა აკადემიის ახალ სამეწარმეო კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანისა და სააქციო კაპიტალში 70%-იანი აქციონერის, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მფლობელობაში მყოფი ოქროყანაში განლაგებული მიწის ნაკვეთის შეტანის საკითხები.

„საქართველოს განათლების ჯგუფის“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „კრებაზე ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის მხრიდან არასათანადო ქცევასთან ერთად დაფიქსირდა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლების წინააღმდეგ შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები.

კერძოდ, ნათია ჯანაშიას მეუღლე დავით ცეცხლაძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლებს. მუქარის ფაქტზე პოლიციაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით   – მუქარა სიცოცხლის მოსპობით ჯგუფურად, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის დავის მონიტორინგის პროცესში ჩვენს მიერ გამოქვეყნებული იყო უკვე დადასტურებული ფაქტის თაობაზე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოლიციის მიერ სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული ნათია ჯანაშიას მეუღლის, დავით ცეცხლაძის მხრიდან „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო. ინციდენტის შესახებ ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მიერ გავრცელებული განცხადებაც მოწმობს, თუმცა ამ განცხადებაში მომხდარი ფაქტის გამო სინანულის გამოთქმის მაგივრად, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლების მიმართ კვლავ მუქარის ფორმაა შერჩეული. ამჯერად ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე მოდავე მხარეებს მომხდარი კრიმინალური ფაქტის თაობაზე პოლიციაში განცხადების დაწერისთვის აპირებენ უჩივლონ. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც ჯერ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და მერე უკვე სამართალდამცავ ორგანოებში ჩივილით, ორსულად იმყოფება,“ – ამბობს გიორგი კაპანაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაქცია და სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. თუმცა, რამდენად გახდება ეს ფაქტი ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძისთვის სიტყვიერი ძალადობის შეწყვეტის მნიშვნელოვან არგუმენტად, ამ ეტაპზე გაუგებარია.

„ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დავით ცეცხლაძის გამოხმაურება, ჩვენ შეშფოთებასკიდევ უფრო აძლიერებს. განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ინციდენტი სპონტანური არ ყოფილა და სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებული დავით ცეცხლაძის კომენტარი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ორსული ქალის მიმართ ძალადობის ფაქტი განყენებული არ არის და მან წინასწარ იცოდა რას და ვის წინააღმდეგ აკეთებდა. მივმართავთ ქალთა ორგანიზაციებს, რომ დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტზე“, – აცხადებს გიორგი კაპანაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved