ტვ იმედი ამტკიცებს, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს. “იმედი” არ აკონკრეტებს საიდან აქვს ინფორმაცია, მეტიც, იმასაც კი არ აკონკრეტებს, რამდენი წყარო ჰყავდა და გადაამოწმა, თუ არა. ტელეკომპანია სიუჟეტში უმეტესად საუბრობს ღია წყაროებზე დაყრდნობით და არგუმენტად მოჰყავს ისეთი შეხვედრები, სადაც, მაგალითად, მათივე ცნობით, საუბარი იყო სანქციებზე. უშუალოდ რევოლუციურ სცენარზე, ან მის დეტალებზე, “იმედი” არ საუბრობს. იგი ამბობს, რომ დავალებებიც გასცა ბლაჟევიჩმა, ოღონდ, ვის დაავალა და რა დაავალა – არც ამას ამბობს.
“იმედი” აცხადებს, რომ ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამჯერად აკონკრეტებს, რომ სუსმა ინფორმაციის ნაწილი უცხოელი კოლეგების მხრიდანაც მიიღო – ვინ არიან უცხოელი კოლეგები, ან როგორ გაიგო “იმედმა” ვინაა სუსის წყარო და ან კონკრეტულად რაზეა საუბარი – უცნობია.
უცნობია, როგორ მოხდა, რომ განცხადების გავრცელება სუსს “იმედმა” დაასწრო?
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედი“, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია, რამდენიმე მიზეზის, მათ შორის კი, პროპაგანდის გავრცელების გამო.
ცნობისთვის, “იმედმა” სიუჟეტში მოიხსენია “ტვ პირველიც”, რომელმაც მყისიერად უპასუხა განცხადებით:
TV პირველი: “იმედი” ჩვენს შესახებ ავრცელებს ტყუილს! – განცხადება
















კომენტარები