• რეკლამა
  • კონტაქტი
15:53, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესტონეთის თეატრალური სფერო ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას მოითხოვს

ალია ავტორი - ალია
14:30 04-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ესტონეთის თეატრალური სფეროს ორგანიზაციებმა, მათ შორის ესტონეთის თეატრის კავშირი, ქართველ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძე-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს, – ამის შესახებ განცხადებას საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მათივე განცხადებით, ჭიჭინაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2024 წლის დეკემბერში ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის მიესაჯა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად და არასამართლიანად აფასებენ.

ესტონური თეატრალური საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესი, დაიცვას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და გაათავისუფლოს აქციების გამო დაკავებული პირები.

„ესტონეთის თეატრალური საზოგადოების მიმართვა ქართველი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად ჩვენ, ესტონეთის თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები — მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები, თეატრის მუშაკები და კულტურული ორგანიზაციები — გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და სოლიდარობას ჩვენი ქართველი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძისა და მისი თანამებრძოლების მიმართ. ჩვენი ინფორმაციით, ანდრო ჭიჭინაძეს ანტისამთავრობო პროტესტებში მონაწილეობისთვის ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მისი სასამართლო პროცესი არ შეესაბამებოდა სამართლიანი მართლმსაჯულების სტანდარტებს და ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული. იგი 2024 წლის დეკემბერში, საპროტესტო აქციებში მონაწილეობისას დააკავეს და სხვა მომიტინგეებთან ერთად ბრალად დასდეს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“.

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იმ ფაქტს, რომ მისმა რამდენიმე კოლეგამ ცენზურის ნიშნით პროტესტის ნიშნად დატოვა თეატრი მას შემდეგ, რაც დაპატიმრებული კოლეგის მხარდასაჭერად გამოკრული პოსტერი ჩამოხსნეს. ეს აჩვენებს, რომ ზეწოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ ინდივიდებით, არამედ ეხება მთელ თეატრალურ საზოგადოებას და, უფრო ფართოდ, გამოხატვის თავისუფლებას. თეატრი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც საზოგადოებას შეუძლია საკუთარ თავზე რეფლექსია, კითხვების დასმა და ხელისუფლებისადმი მიმართვა.

ხელოვანების დასჯა მათი სამოქალაქო პოზიციის მშვიდობიანად გამოხატვის გამო ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და შემოქმედებითი თავისუფლების პრინციპებს. ესტონეთის თეატრალური საზოგადოება, რომელმაც თავად გამოსცადა რეპრესიების სხვადასხვა ისტორიული მექანიზმი, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კოლეგების გვერდით დგომას იმ ვითარებაში, როდესაც შემოქმედებით თავისუფლებასა და ფუნდამენტურ უფლებებს საფრთხე ემუქრება. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ აღვიქვამთ, როგორც საგანგაშო მაგალითს იმისა, თუ რამდენად ფაქიზი შეიძლება იყოს შემოქმედებითი და სამოქალაქო თავისუფლებები.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო განხილვა; პატივი სცეს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას; გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე და პროტესტებში მონაწილეობისთვის დაკავებული სხვა პირები.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქართველ ხელოვანს, რომელიც ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ვადასტურებთ, რომ მათი ხმა საერთაშორისო თეატრალურ საზოგადოებაში უპასუხოდ არ დარჩება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ესტონეთის თეატრალური კავშირი
  • ესტონეთის მსახიობთა ასოციაცია
  • ესტონეთის სცენოგრაფთა ასოციაცია ესტონეთის რეჟისორთა და დრამატურგთა კავშირი
  • ესტონეთის თეატრალური სააგენტო ესტონეთის საშემსრულებლო ხელოვნების ინსტიტუციების ასოციაცია”, – წერია განცხადებაში.
თეგები: ანდრო ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved