• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქუჩები, რომელთა რეაბილიტაციისთვის 120 მილიონი დაიხარჯება

ალია ავტორი - ალია
13:37 04-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
397

თბილისის მერია სულხან-საბას და პავლე ინგოროყვას ქუჩების სრულ რეაბილიტაცია-განახლებას იწყებს – როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, სამუშაოები 17 აპრილიდან დაიწყება.

კალაძის განცხადებით, სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და ცნობილია გამარჯვებული 4 კომპანიაც, რომლებიც მისი მტკიცებით, დათქმულ ვადებში განახორციელებენ სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით.

თბილისის მერი ამბობს, რომ პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშ კომუნიკაციების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას , ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა რესტავრაციას.

თბილისის განვითარების ფონდი იწყებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს – სულხან-საბადა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია-განახლების სამუშაოებს. სამუშაოების მიზანი, რომელიც 17 აპრილიდან დაიწყება, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენა-რეაბილიტაციაა. 

სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული 4 კომპანია, რომლებიც დათქმულ ვადებში განახორციელებენ სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით. პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშ კომუნიკაციების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას , ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა რესტავრაციას. 

პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და პირველი რაც გაკეთდება, იქნება კომუნიკაციების მოწესრიგება, რომ შემდგომში უკვე რეაბილიტირებულ და განახლებულ შენობებს არანაირი საფრთხე არ შეუქმნას მიწისქვეშა წყლებმა და კომუნიკაციებმა”. – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპზე, კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, რისთვისაც დაახლოებით 120 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. 

“რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული  შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, გადახურვის შეცვლას, ხის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების რესტავრაცია-შენარჩუნებას, შიდა ეზოების კეთილმოწყობას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას, დეკორატიული ნაჭედი ლითონის ჭიშკრების დამზადებას და  ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას გულისხმობს”. – განახადა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგებში ასევე გათვალისიწნებულია ისტორიული კოშკის რესტავრაცია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved