• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

ალია ავტორი - ალია
16:09 04-13-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

ვიდეოკამერებს არაერთი პირი, თუ ორგანიზაცია იყენებს უსაფრთხოების სისტემისთვის, ოღონდ, ხშირად, არც ისე არგიათ, როგორც თავიდან წარმოუდგენიათ. მიზეზი ვიდეოკამერებში არ უნდა ვეძებოთ, არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ აი, თურმე, არ ყოფილა უსაფრთხო. პრობლემა, უმეტესად ორია – არასწორადაა განსაზღვრული, სად რომელი კამერის დაყენება სჯობს და მეორე – ე.წ. მკვდარი ზონებია, ანუ, ადგილები, სადაც კამერა ვერ წვდება, თუ პროფესიონალი გიგეგმავს პროცესს, „მკვდარი ზონების“ რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება. 

მეორეს მხრივ, თუ არ ქირაობ პროფესიონალს და თავად აყენებ კამერებს, გაქვს „მთავარი და დიდი პრიორიტეტი“, მუშაობის პროცესში, მთელს პროცესს შენ განსაზღვრავ, შენ ხარ უფროსი საკუთარი თავის – დიახ, ეს ირონიაა. ამბობენ, რომ კიდევ ერთი პლიუსი აქვს საკუთარი ხელით კამერების დაყენებას, პაროლები მხოლოდ შენ იცი. მაგრამ, რეალობა ისაა, რომ  პაროლის შეცვლა მერეც შეგიძლია და ხარისხი თუ არ ივარგებს, გინდ პაროლი დაუყენე და გინდ ოქროში ჩასვა – კაპიკია მისი ფასი. 

ხელოვნური ინტელექტი ვიდეკამერებში წარმოუდგენელ შედეგებს იძლევა, თუ ადრე კამერა მხოლოდ იწერდა, ახლა აანალიზებს. მაგალითად, ტრადიციული კამერა რეაგირებს ქარზე, ჩრდილზე, შინაურ ცხოველზე, ხელოვნურ ინტელექტს კი შეუძლია ადამიანის, ცხოველის, ავტომობილის გარჩევა და შეტყობინებას მხოლოდ მაშინ აგზავნის, როცა რეალურად ამის საჭიროებაა. 

შეუძლია შექმნას სია, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან, ვისაც მიუთითებ და მათ მოსვლაზე განგაშს აღარ ატეხს, ხო, განგაშის სიგნალსაც თავად ჩართავს საჭიროებისას. თუ ჩართავ საბავშვო კონტროლის ფუნქციას, შეგატყობინებს რომ ბავშვები დაბრუნდნენ სახლში. აი, თუ დაინახავს პირს, რომელიც არ გყავს მონაცემთა ბაზაში შეყვანილი, გაფრთხილებას გიგზავნის. 

რაც შეეხება განგაშის სიგნალს, მხოლოდ მაშინ ჩართავს, თუ ვინმე უცხო პირმა ეზო გადმოკვეთა, ან კარის და ფანჯრის გაღება სცადა. გარდა განგაშის სიგნალის ჩართვისა, მას შეუძლია სპეციალური ნათების ჩართვა იმ პირის მიმართულებით, ვინც სახლში თუ ოფისში შეღწევას ცდილობს – ანუ, ცდილობს შეაკავოს მაქსიმალურად, დახმარების მისვლამდე. 

ადრე, თუ წინა კვირის კონკრეტული ერთი მაჩვენებელი უნდა გენახა, გადახვევა გიწევდა, ახლა უბრალოდ ეტყვი – მაჩვენე ყველა კადრი, სადაც ჩანს შავი ფერის ავტომობილი, ან ყველა ადამიანი, ვინც შემოვიდა ამა და ამ საათებში. 

ჭკვიანი კამერა ამანათებსაც მიიღებს და დაიცავს, დაუჯერებელი იქნება ზოგისთვის, ალბათ, მაგრამ კურიერსაც არჩევს თავდამსხმელისგან, გატყობინებს, როცა კურიერი ამანათს ტოვებს კართან და თუ ვინმე უცხო ეცდება მის წაღებას, განგაშის სიგნალს რთავს. 

რაც შეეხება კონფიდენციალურობას – თუ ეს შენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაგეგმვისას, მაშინ შეარჩიე ისეთი კამერა, რომელიც აანალიზებს ლოკალურად და არ ინახავს მონაცემს „ღრუბლებში“, ცალკე ფაილებად. მართალია, „ღრუბლებში“ შენახული მონაცემი, ზოგ ვითარებაში ძალიანაც შეიძლება დაგეხმაროს, მაგრამ თუკი არჩევანს კონფიდენციალურობაზე აკეთებ, მაშინ ეს უნდა გაითვალისწინო დაგეგმვისას. 

დაგეგმვისას, პროფესიონალის დახმარებით, შეგიძლია აირჩიო არაერთი ალგორითმიდან შენთვის საჭირო – მაგალითად, ზოგი საუკეთესოა ადამიანის სახისა და ავტომობილის ნომრების უზუსტესად გასარჩევად, არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ღამითაც კი იძლევა ფერად გამოსახულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად, აგარაკებისთვის, ან ოფისებისთვის, სმარტ მოდელი საუკეთესოდ ფილტრავს ფოთლების შრიალის, წვიმის ხმას, შინაური ცხოველის მოძრაობას, ხეების ტოტების ჩრდილებს, რათა ტყუილად არ შეგაწუხოს. ეს რისკს ამცირებს. დამეთანხმე, როცა დღეში 250 მესიჯი მოგდის, ყოველი ფოთლის გაშრიალებაზე ლამის, ყველას ნახვას ვეღარ ახერხებ და ის ერთი, ყველა მნიშვნელოვანიც რომ გამოგრჩეს, ამის ალბათობაც მაღალია. 

კიდევ ერთი რჩევა – თუ აგარაკისთვის არჩევ კამერებს, გამოიყენე მოდელი, რომელსაც აქვს ინტეგრირებული მზის პანელი, ეს მისი კვების პრობლემას, ხარვეზს ხსნის. 

კაბელიანი თუ უსადენო?

ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. 2026 წლისთვის ორივე ტექნოლოგია ძალიან დაიხვეწა, თუმცა. მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებაა საიმედოობასა და მონტაჟის სირთულეში.

კაბელიანი სისტემები იყენებენ ერთ კაბელს, როგორც კვებისთვის, ისე მონაცემების გადასაცემად. საიმედოობა – 100%. სიგნალი არასდროს წყდება, არ არის დამოკიდებული Wi-Fi–ის ხარისხზე და ვერავინ “დაახშობს” სიგნალს სპეციალური მოწყობილობითაც. ხარისხი კარგია, შეუძლია გადასცეს 4K და 8K ვიდეო შეფერხების გარეშე. აი, მონტაჟი, შედარებით რთულია. 

კაბელიანი სისტემები საუკეთესოა დიდი ეზოებისთვის, ახალაშენებული სახლებისა და ოფისებისთვის, ყველგან, სადაც უსაფრთხოება კრიტიკულია. 

უსადენო სისტემები, – კამერები, რომლებიც Wi-Fi–ით უკავშირდებიან ინტერნეტს. ისინი შეიძლება იყოს ელემენტებზე (სრულად უსადენო) ან ნახევრად უსადენო და დენის წყაროში შეერთებული. საიმედოობა კარგია, თუ როუტერი მაღალ სიმძლავრეზე მუშაობს, თუ ინტერნეტი ითიშება, ან როუტერიდან შორსაა დამონტაჟებული, შეიძლება „გაჭედოს“. ხარისხი კარგია აქაც, თუმცა, მაღალი გაფართოების, 4K ვიდეოს ჩატვირთვას მეტი დრო სჭირდება, მონტაჟი შედარებით მარტივი ჩანს, მაგრამ სწორედ მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიონალს საჭიროებს. 

საუკეთესოა პატარა ეზოებისთვის, ბინებისთვის, დროებითი მეთვალყურეობისთვის. 

ყველაზე ხშირი შეცდომები კამერების მონტაჟისას

სწორედ კამერების არასწორად დამონტაჟება იწვევს შემდგომში ბევრ „მკვდარ ზონას“. 

ტერიტორიის 100%-იანი დაფარვისთვის, უცხოელი ექსპერტები ამ 5 სტრატეგიულ წერტილს გამოყოფენ:

შესასვლელი კარი და სადარბაზო – სტატისტუკურად, 35 პროცენტის შემთხვევაში, საფრთხე აქედან მოდის. მთავარი მიზანი უნდა იყოს სახის ამოცნობა. არ შეიძლება აქ დააყენო კამერა 3 მეტრის და მეტ სიმაღლეზე, ასე მხოლოდ თავს დაინახავ და სახეს ვერა. 

უკანა კარი და ფანჯრები – იდეალური ადგილები ქურდებისთვის. მიზანი უნდა იყოს, დააფიქსიროს ნებისმიერი მცდელობა კარზე და ფანჯარაზე შეხებისაც კი. აქ სჯობს გამოიყენო ფართხო ხედვის კუთხის მქონე კამერა. 

ეზო, როგორც წესი, აქ უშვებენ ყველაზე მეტ შეცდომას. მიზანი უნდა იყოს პერიმეტრის სრული კონტროლი. გირჩევ, დააყენო ორი კამერა ეზოს მოპირდაპირე მხარეებში, ჯვარედინად, თუ ვინმე შეეცდება ერთი კამერის დაზიანებას, მეორე კამერა ამ ფაქტს დააფიქსირებს. 

ავტოფარეხი – მისთვის ცალკე გამოყავი კამერა. მიზანი აქ სანომრე ნიშნების ამოცნობა და პრევენციაა. ეცადე ავტოფარეხში დააყენო კამერა ცვლადი ლინზით, ისეთი, რომელიც დაზუმების, მოახლოების საშულებას მოგცემს ხარისხის დაკარგვის გარეშე.

პირველი სართულის ფანჯრები, – განსაკუთრებით კი ფანჯრები, რომლებიც ქუჩიდან არ ჩანს, ესეც ქურდების საყვარელი ადგილია. აქ ეცადე კამერა ისე დააყენო რომ ფანჯარას უყურებდეს გვერდიდან და არა პირდაპირ, რათა მინაზე არეკლილმა შუქმა არ გაგიფუჭოს გამოსახულება. 

ზოგადი რჩევები:

რაც შეეხება ხედვას – 2,8 მმ–იანი ლინზა იდეალურია პატარა ეზოსთვის, ხოლო, 4მმ–იანი ან 6მმ–იანი ლინზა კი ვიწრო, გრძელი დერეფნებისთვის, ბილიკებისთვის. 

თუ ზამთარში აყენებ კამერებს, გაითვალისწინე, რომ ზაფხულში მეტი ფოთლები აქვთ ხეებს, მეტ სივრცეს იკავებენ და ამის დაგეგმვით განალაგეთ კამერები. 

ღამით, კამერები ცდილობენ მეტი შუქი „დაიჭირონ“ და ანელებენ გადაღების პროცესსაც, ამიტომ თუ პირი მოძრაობს, მისი სახე ბუნდოვნად ჩანს, 2026 წლისთვის საუკეთესოა ახალი ტექნოლოგია, ღამის ფერადი გადაღება, რომელიც არ იყენებს შავ–თეთრ ინფრაწითელ ხედვას. ან დააყენე ეზოში მოძრაობის სენსორით, პროჟექტორი, როგორც კი მოძრაობისას შუქი აინთება, კამერა დღის რეჟიმით გადაიღებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ათზე მეტი დეტალი განვიხილეთ დღეს, მაინც უამრავი დამრჩა სათქმელი, არც ისეთი მარტივი პროცესია კამერების დაყენება ისე, რომ უსაფრთხოება გარანტირებულად მიიღო და მშვიდად იყო. ბევრს ჰგონია, რომ პროფესიონალი მხოლოდ კამერას ამაგრებს კედელზე, ან ღობესა და ხეზე – არა, იგი ჯერ გიპროექტებს უსაფრთხოების სისტემას, გირჩევს კამერებს საჭიროების მიხედვით და მხოლოდ ბოლო ნაწილია დამაგრება. რაც მთავარია, დამაგრებაც საქმეა, რადგან იცის, როგორ დააყენოს ისე, რომ მოსული პირის ქუდს კი არ ხედავდე, არამედ სახეს, როგორ იყოს კაბელები დაცული მზისა და წვიმისგან, რათა დიდხანს გაძლოს. და მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია, ერთი კამერით ორი კამერის საქმე გააკეთოს, ასე რომ, კი, მისი გამოძახებით, ფინანსებსაც ზოგავ. 

კამერების მონტაჟის, კამერების პროფესიონალური მონტაჟი და კამერების პროფესიონალურად დამონტაჟების პროფესიონალების საპოვნელად კი, არც ფარული გადაღება გჭირდება, არც სადმე წასვლა, არც ლოდინი, არც ზარი ახლობელთან, არაფერი, გარდა იმისა, მოკალათდე ლაზათიანად, ეს ბაზა გახსნა, შეარჩიო, კომენტარების მიხედვით, ან სხვა ნიშნით, დარეკო და შეუთანხმდე. ტექნოლოგიებმა ისე გაამარტივა ცხოვრება, ტექნოლოგიებამდე მისასვლელი გზა როგორღა უნდა იყოს რთული? 

(R)

თეგები: კამერების დაყენებაკამერების მონტაჟიკამერების პროფესიონალური მონტაჟი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved