გათბობის ქვაბების სეზონი მალე იწურება, 2026 წლის შემოდგომა–ზამთრისთვის კი, ახალი მოდელებიც შეიძლება შემოვიდეს ბაზარზე, ბევრად უფრო „ჭკვიანი“ და კომფორტული, სხვათა შორის, შესაძლოა, ბევრად სიმპათიურიც. ბიზნესი ყველა გზით ეცდება სწორედ ახლა იყიდო ახალი, შემოგთავაზებს ფასდაკლებებს, კარგ საშეღავათო პირობებს და ნამდვილად მოახერხებ ახლა იაფად ყიდვას, – ოღონდ, ძველი მოდელის, იმ მოდელის, რომელსაც 2026 წლის შემოდგომა–ზამთრისთვის, თვლიან, რომ ვეღარ გაყიდიან. არადა, ტექნიკა ხომ მოდა არაა, აი, ჩექმა გასაგებია. მოგწონს ვიზუალურად და ხარისხიანია? – მოდაც ხომ ისაა, რაც გიხდება და იყიდი, რატომაც არა. ტექნიკა კი, ვითარდება, იხვეწება, თვიდან თვემდეც კი უკეთესი და უკეთესი ხდება. ამიტომ, ამ სეზონზე, თუ გათბობის ქვაბს რაიმე სახის პრობლემას შეამჩნევ, სჯობს, ხელოსანს მიმართო და შეაკეთო, ახლის ყიდვა კი მოგვიანებით დაგეგმო.
დღეს გასწავლი 2 მარტივ ხერხს, როგორ გაატანინო ქვაბს დარჩენილი კვირებიც „ღირსეულად“.
თუ რადიატორის ქვედა მხარე ცხელია, ზედა კი – ცივი და ან გამოსცემს უცნაურ ხმებს, ეს, დიდი ალბათობით, იმის მანიშნებელია, რომ ჰაერია შეპარული მასში.
ინსტრუქცია, ნაბიჯ–ნაბიჯ:
- მომზადება
დაგჭირდება ორი რამ:
რადიატორის გასაღები (პატარა მეტალის ხელსაწყო) ან ჩვეულებრივი სახრახნისი (ე.წ. “ატვიორტკა“), თუ სარქველს შესაბამისი ჭრილი აქვს.
მცირე ზომის ჭურჭელი და ტილო, რათა რადიატორში ჩამდგარი წყალი იატაკზე არ დაიღვაროს.
- გამორთე გათბობის ქვაბი
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან თუ სისტემა ჩართულია, მასში ცხელი წყალი ცირკულირებს და არსებობს დამწვრობის რისკი. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი მიზეზი – ხარისხიანი შედეგია, რადგან ჰაერის გამოტუმბვა უფრო ეფექტურია, როცა სისტემა გამორთულია.
- იპოვე სარქველი
რადიატორის ერთ–ერთ ზედა კუთხეში დაინახავ მეტალის პატარა სარქველს (ვენტილს). მას ჩვეულებრივ აქვს კვადრატული თავი ან ჭრილი სახრახნისისთვის.
- ჰაერის გამოშვება
მოათავსე ჭურჭელი და ტილო სარქველის ქვეშ.
მოუმარჯვე გასაღები ან სახრახნისი სარქველში და ნელა დაატრიალე საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით (ჩვეულებრივ, მეოთხედი ან ნახევარი ბრუნიც საკმარისია).
როგორც კი გაიგონებ შიშინის ხმას, – ჩერდები, რადგან ეს ჰაერის გამოსვლის ხმებია.
დაელოდები, როდის შეწყდება ხმა და სარქვლიდან წყალი გადმოვა, წვეთებით, ან წვრილი ნაკადით და ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ჰაერი ამოვიდა.
- დაკეტე სარქველი
როგორც კი ჰაერი გამოვა სრულად, ისე, როგორც ზემოთ გითხარი, სწრაფად უნდა დაკეტო სარქველი, (დაატრიალე საათის ისრის მიმართულებით). დაკეტე მჭიდროდ, ოღონდ არ დაუჭირო ზედმეტი ძალით, რომ არ დააზიანო.
- SOS! – შეამოწმე წნევა ქვაბზე
ეს ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ჰაერის გამოშვების შემდეგ სისტემაში წნევა არ უნდა დავარდეს. მიდი ქვაბთან და შეხედე მანომეტრს:
იდეალური წნევა უნდა იყოს 1.5 ბარი (ან მწვანე ზოლის ფარგლებში).
თუ წნევა 1-ზე დაბალია, ეს ნიშნავს, რომ ქვაბში წყალი საჭიროზე ნაკლებია. ქვაბის ქვეშ ვენტილია, სწორეს ეს ვენტილი უზრუნველჰყოფს მის წყლით შევსებას.
ნაკლები წყალი ქვაბში, ეს ის მეორე პრობლემაა, რომლის მოგვარების სწავლასაც დაგპირდი. ასევე დაწვრილებითი, ნაბიჯ–ნაბიჯ ინსტრუქციით, ისწავლი როგორ დაამატო წყალი ქვაბში. ეს ერთი შეხედვით მარტივი და უსაფრთხო პროცედურა ჩანს, მაგრამ როცა საქმე გათბობის ქვაბს ეხება, არ არსებობს უმნიშვნელო დეტალი, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია.
- მანომეტრი
როგორც ზემოთ ვთქვი, პირველ რიგში, შეხედეთ ქვაბის წინა პანელზე არსებულ მრგვალ საზომს (მანომეტრს) და წყლით შევსებას ვიწყებთ მხოლოდ მაშინ, თუ წითელ ზოლშია მანომეტრის მაჩვენებელი, თუ 1.0 ბარზე ნაკლებს აჩვენებს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სისტემაში წყალი ცოტაა და შეიძლება ამან ქვაბი გათიშოს.
მიზანია – 1.5 ბარზე დავაბრუნოთ.
- შესავსები ვენტილი
ქვაბის ქვედა ნაწილში, იქ, სადაც ქვაბში მილები შედის, უნდა იპოვო პატარა სახელური (ხშირად შავი ან ლურჯი ფერის პლასტმასის “ონკანი“). ზოგჯერ ეს არის ვერცხლისფერი მილი ორი პატარა ვენტილით. მთავარი პრინციპი ისაა, რომ ის ყოველთვის ქვაბში შემავალ მილებთანაა დაკავშირებული და არა გამომავალთან.
- წყლის დამატება
პირველ რიგში გამორთე ქვაბი, დარწმუნდი, რომ გათბობის სისტემა ნამდვილად არ მუშაობს.
ნელა მოატრიალე ვენტილი, დაატრიალე საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. გაიგონებ წყლის დინების ხმას.
აკონტროლე მანომეტრი: უყურე ისარს. როგორც კი ის მიაღწევს 1.5 ბარს, მაშინვე დაკეტე ვენტილი (დაატრიალე ბოლომდე საათის ისრის მიმართულებით). დაკეტე მანამ, სანამ წყლის ხმა არ შეწყდება.
მნიშვნელოვანია: არ გადააჭარბო 2.0-2.5 ბარს, თორემ ქვაბი ზედმეტ წყალს დამცავი სარქვლიდან გარეთ გადმოღვრის.
SOS! რა ხდება თუ მაინც ვერ აკონტროლე მანომეტრი, წყალი მეტია და წნევამაც აიწია, მაგალითად, 3 ბარამდე?
- თუ წნევა შემთხვევით მაინც აგეწია, არ შეგეშინდეს, მიდი ერთ–ერთ რადიატორთან და ცოტა წყალი გამოუშვი წინა ინსტრუქციის მიხედვით, წყალი გამოდევნე მანამ, სანამ ქვაბზე მანომეტრზე ისარი არ დაიწევს.
რა შემთხვევაში გჭირდება ხელოსანი გადაუდებლად?
თუ წნევა კვირაში ერთხელ, ან მეტჯერ ვარდება – ეს უკვე ნიშნავს, რომ სისტემაში წყალი იპარება ან გაფართოების ავზს აქვს პრობლემა. ასეთ დროს ჯობია ხელოსანს მიმართო გადაუდებლად.
ხმა – გრუხუნის, ბრახუნის, თითქოსდა ჩაიდანში წყლის დუღილის ხმა – ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემების მაჩვენებელია. როგორც უკვე გითხარი, ერთ–ერთი მიზეზი – ჰაერის დაგროვებაა, ჰაერის ბუშტები წყლის ნაკადთან ერთად მოძრაობენ და ქვაბის სხვადასხვა დეტალებს „ეჯახებიან“ – ეს კი ან ვიბრაციას იწვევს, ან ხმას. თუმცა, ჰაერის გამოდევნა უკვე გასწავლე. ამიტომ გადავიდეთ ახლა იმ მიზეზებზე, რომელთა აღმოფხვრასაც აუცილებლად სჭირდება სპეციალისტი.
ნადები – ყველაზე ხშირი მიზეზია – ნადები. თუ “ხისტი” წყლით სარგებლობ, იცოდე, რომ, ქვაბის შიგნით, დროთა განმავლობაში კირქვა და ნადები გროვდება. ნადები ხელს უშლის წყლის თავისუფალ დინებას. სადაც თავისუფლად ვერ მიედინება, იმ ადგილებში, წყალი ლოკალურად ცხელდება ადუღებამდე, ადუღებისას წარმოიქმნება ორთქლის ბუშტები – სწორედ ამ პროცესის ხმა გესმის.
ცირკულაციის ტუმბოს გაუმართაობა – თუ ტუმბო დაძველდა, ან დაბინძურდა, მას აღარ შეუძლია წყალი სწრაფად გადაქაჩოს. წყალი ქვაბში იმაზე მეტხანს ყოვნდება, ვიდრე საჭიროა, ზედმეტად ცხელდება და იწყებს ხმაურს. ასევე, თავად გაუმართავი ტუმბოც შეიძლება გამოსცემდეს ხმებს.
დაბალი წნევა – თუ წნევა ძალიან დაბალია, სისტემაში წყალი არასტაბილურად მოძრაობს, რაც ხმაურის მიზეზია.
ხმაური თუ არ წყდება, თუ წნევა ხშირად ვარდება, თუ ქვაბი ხშირად ითიშება, როგორ ვიქცევით?
პირველ რიგშუ ვთიშავთ და არ ვრთავთ შეკეთებამდე, რადგან შესაძლოა თბომცვლელი გასკდეს, რაც უკვე ძვირადღირებული ზიანია.
და ვიწყებთ ქვაბის ხელოსნის ძიებას, რადგან ჰაერის გამოდევნა ერთია და სისტემის ქიმიური გამორეცხვა, ან რომელიმე ნაწილის შეცვლის მცდელობა – სულ სხვა და არც ერთი პროფესიონალი გირჩევთ, ამის დამოუკიდებლად გაკეთებას.
გათბობის ქვაბის ხელოსანი რომ იპოვნო, ამისთვის არ ვიცი რა გჭირდება, მე ვიცი, რა გჭირდება გათბობის ქვაბის კარგი ხელოსნის საპოვნელად. კარგ ხელოსანს არც თავისი ნამუშევრის ჩვენება უჭირს, რეკომენდაციებიც ბლომად აქვს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც უკვე ისარგებლეს მისი მომსახურებით და არც კონკურენციის ეშინია. მოკლედ რომ ვთქვათ, გათბობის ქვაბის კარგი ხელოსანი არის იქ, სადაც გათბობის ქვაბის ბევრი კარგი ხელოსანია ერთად თავმოყრილი.
იცოდი, რომ ასეთი კატალოგი უკვე არსებობდა? – თუ იცოდი, გახსენებ და თუ არ იცოდი, – შეინახე, ანუ, გაეცი, ყველასთან, მეგობართან, მეზობელთან, ნათესავთან, რათა საჭირო დროს, ყველას ჰქონდეს და ყველას შეეძლოს მოწოდება უკან.
და მაინც, შემოდგომაზე ვიყიდო ახალი ქვაბი?
მე არ ვიყიდი. მე მხოლოდ თერმოსტატს გამოვცვლი. იცოდი, რომ შეიძლება ჭკვიანი თერმოსტატი დაუყენო ძველ ქვაბს? – არა, მე არ ვიცოდი, სანამ ხელოსანი არ გამოვიძახე სეზონის დასაწყისში, ქვაბის შესამოწმებლად. ცუდი ხელოსანი გეტყვის, რომ ჭკვიანი და ახალი თერმოსტატი ძველ ქვაბთან არ იმუშავებს, კარგი ხელოსანი კი, აგარჩევინებს თერმოსტატს, რომელიც იმუშავებს ისე, როგორიც შენს ქვაბთან თანხვედრაშია. ეს დამატებით ხარჯს და ქვაბის მთლიანად გამოცვლის პრობლემას გიგვარებს.
ძველი ქვაბების უმრავლესობა მუშაობს მარტივი პრინციპით – ჩართვა–გამორთვა. ტემპერატურამ იკლო ოთახში? – თერმოსტატმა მისცა სიგნალი ქვაბს და ირთვება, გათბა ოთახი? – ისევ მისცა ქვაბს ბრანება და გამორთო. ძველი სისტემის თერმოსტატის ქვაბს უკავშირდება სპეციალური რელეთი. საქმე ისაა, რომ „ჭკვიანი“ თერმოსტატიც ზუსტად ამავე პრინციპიც უკავშირდება ძველი მოდელის ქვაბებს. ინსტალაცია არც ისე რთულია, ბლოკი დაყენდება ქვაბზე და აკავშირებენ შემდგომ ინტერნეტს, ტელეფონს.
შედეგად, მე მაქვს ძველი, 15 წლის ქვაბი, რომელსაც აქვს ახალი თერმოსტარი, რამაც ეს ჩემი „ბებერი ქვაბი“ გახადა ახალგაზრდა, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური., ახლა სახლში მისვლამდე ცოტა ხნით ადრე, წინასწარ ვრთავ გათბობას, ვრთავ ბრძანებას, რომ ღამით, ასე 3–დან 6 საათამდე, ავტომატურად გამორთოს, როცა სახლიდან გავდივარ, ხვდება და თავისით ითიშება.
აქვს თუ არა „ჭკვიან თერმოსტატს“ პრობლემა ძველ ქვაბთან?
პრობლემას ვერ დავარქმევდი, მაგრამ, ერთი დეტალია, რაც უნდა გაითვალისწინო – ძველ მოდელებში თერმოსტატს 2 ბრძანება ჰქონდა, ჩართვა და გამორთვა. ახალი თერმოსტატი ქვაბს ეუბნება, რომ მაგალითად, ღამით, კი არ გამორთოს სრულად, არამედ, ცოტა ჩაუწიოს ცეცხლის ალს, მაგრამ ძველი მოდელის ქვაბმა ცოტა და დიდი არ იციან, მხოლოდ ჩართვა და გამორთვა იცის, ამიტომ, უბრალოდ ირთვება მაგ დროს.
სთხოვე ხელოსანს, კარგ ხელსანს, კარგი ხელოსნების კატალოგი ხომ უკვე გაქვს და ის საიტებზე შეარჩევს ისეთ „ჭკვიან თერმოსტატს“, რომელიც შენს ძველ ქვაბს მარტივად შეუერთდება. დასჭირდება ფოტო ძველი ქვაბის იმ ნაწილის, სადაც ჩანს, როგორ უერთდება ძველი თერმოსტატი, რათა ზუსტად ის მოდელი იპოვნოს და ისეთი, როგორც გჭირდება და ესაა – შენ უკვე ახალი თერმოსტატი კი არა, პრაქტიკულად, ახალი ქვაბი გაქვს.
და რაც მთავარია, თუ შეგშურდა რომ ჩემი 15 წლის ქვაბი ისევ ახალგარზრდაა და რაც მთავარია, ახალი თერმოსტატით ბევრად თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სიახლეებითაც მახარებს, მაგალითად, გზიდანვე ვრთავ და გამთბარს მახვედრებს სახლს – არ დაგავიწყდეს, სეზონის დაწყებისა და სეზონის ბოლოს – ანახე ქვაბი ხელოსანს, კარგ ხელოსანს, რათა, თუ გასაწმენდია, დროულად გაწმინდოს, თუ ნაწილი აქვს გამოსაცვლელი დროულად გამოცვალოს, რათა, მომავალ სეზონამდე, მეტად არ დაზიანდეს და ახალ სეზონზე კი, სრულად უსაფრთხო და გამართულმა დაიწყოს მუშაობა. ეს თავიდან აგარიდებს შემდგომ ზედმეტ ხარჯს, სერიოზული დაზიანებისას ან სულაც გამოცვლისას საჭირო ფინანსებს. მესამედ გახსენებ, რომ ხელოსნების კი არა, კარგი ხელოსნების კატალოგი უკვე გაქვს, მოკალათდი, დარეკე, შეარჩიე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე კომფორტი, სითბო, ტექნოლოგიური სიახლეები და ფინანსურსი სარგებელი ერთდროულად.
(R)
















კომენტარები