• რეკლამა
  • კონტაქტი
13:19, სამშაბათი, 26 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უძღოდა წინ 9 აპრილს? – “რუსეთის წახალისებით, 1989 წლის მარტში, ლიხნის კრება ჩაატარეს” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
16:10 04-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ვიღაცები ამბობენ, 9 აპრილი არ უნდა მომხდარიყო და ქართველ ხალხს არ უნდა ებრძოლა, საბჭოთა კავშირი თავისით დაიშლებოდაო, და მშრალზე გამოვიდოდით, როგორც ყაზახეთი გამოვიდაო.
დავიწყოთ იმით, რომ 9 აპრილი ჰაერიდან არ ჩამოვარდნილა. ამ ყველაფრის საწყისი რუსეთის მხრიდან აფხაზეთში სეპარატიზმის ხელშეწყობა და ქართული იდენტობის ეტაპობრივი განადგურება იყო. ჯერ იყო და რუსეთის წახალისებით, 1989 წლის მარტში, ლიხნის კრება ჩაატარეს და შემდეგ სოხუმში, ომამდე ჯერ კიდევ 3 წლით ადრე, 1989 წლის ივლისში ქართველ ახალგაზრდებს იმიტომ ხოცავდნენ, რომ ქართველები იყვნენ და ქართულად სწავლა უნდოდათ. მოკლეს ვლადიმერ ვეკუაც.
მეორეც, სწორედ 9 აპრილის ბრძოლამ მოგვიტანა იმის რწმენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი და მოპოვებული უნდა დავიცვათ. ბოლოს და ბოლოს დაღუპულების წინაშე გვაქვს ვალი. თუ რაღაცისთვის არ გიწვალია, ენერგია არ ჩაგიდია და არ გიბრძოლია, არც იმის ფასი იცი და ადვილად თმობ ან კარგავ მას. დამოუკიდებლობა ნაჩუქარი არ არის.
და მესამე: დიახ, ყაზახეთი საქართველოს, ლიეტუვას, ესტონეთსა და სხვა მებრძოლ ქვეყნებს უნდა უმადლოდეს რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, თორემ არავის ხმა რომ არ ამოეღო ისევ საბჭოთა კავშირში იქნებოდა და ყაზახეთში ყაზახი ტოტალურ უმცირესობაში იქნებოდა. და არც დღეს არ აქვთ კარგი მდგომარეობა – ქვეყანა დღემდე იდენტობის ძიების პროცესშია და ჩრდილოეთ ნაწილი რუსიფიცირებულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved