• რეკლამა
  • კონტაქტი
14:25, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ადამიანების ტკივილისა და გასაჭირის ფონზე, მოსატანი არ იყო ოქრო-ვერცხლი. ყველაფერმა უცებ დაკარგა ფასი”– ბელა ალანია

ალია ავტორი - ალია
14:51 04-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
714
ფოტო – თამო ჯაფარიძე
მწერალი, ბელა ალანია:
დაკარგული საგანძური
რაღაც დროის განმავლობაში, დაქირავებულ სახლში ვცხოვრობდით წერეთლის პროსპექტზე. საკმაოდ მორყეული, ვიტყოდი, ფარღალალა კარი ჰქონდა ბინას. სახლიდან გასვლისას თუ რამე ღირებული მებადა, ხელჩანთაში ვიყრიდი. ღია კარში დატოვების მეშინოდა.
ერთხელ ბაზარში წავედი. თანდათან ვმძიმდებოდი. ნაყიდი საქონელი მემატებოდა, რომელიც ორივე ხელში მქონდა გადანაწილებული. ასე დატვირთული მივიტანე მანქანამდე. მძღოლმა საყვედური მითხრა, რა უხერხულია, მე აქ ვზივარ, გელოდებით, თქვენ კი ტვირთს ეზიდებითო. როცა ყველაფერი საბარგულში ჩავალაგეთ, ჩემი ხელჩანთა ვერსად ვიპოვე. ვერ აგიწერთ, რა დამემართა იმ წუთს. კომბოსტოთი და ხახვით სავსე საბარგულს შევცქეროდი და სანოვაგით სავსე პარკებში ვეძებდი ხელჩანთას.
დავიწყე ფიქრი, ბოლოს როდის ამოვიღე საფულე, როდის გადავიხადე, როგორ წამოვედი იმ ადგილიდან. გასახსენებელიც დიდი არაფერი იყო. უცებ აღვიდგინე გონებაში ჩემი მარშრუტი და იმ ადგილისკენ შურდულივით გავიქეცი. თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდი ბაზრის ერთ-ერთ სექციაში, სადაც ბოლოს რძის ნაწარმი მქონდა ნაყიდი. აქოშინებული მივეჭერი და გამყიდველს ჩემი შავი ჩანთა მოვკითხე. მომისმინა და დიდი პაუზის შემდეგ მშვიდად მითხრა:
– ქალბატონო, ფერი არ გადევთ სახეზე, დამშვიდდით, განა, რა გედოთ იმ ჩანთაში ისეთი, რომ ასე ნერვიულობთ? ეჰ, თუ დავკარგე, მე დავკარგე, ფასდაუდებელი! მაგრამ ვუძლებ, ღვთის ნებით. განა, ჩემს დანაკარგზე ძვირფასი რა უნდა დაგეკარგათ?! გულის კუნჭულში ვინახავ ფიქრს მასზე და მჯერა, რომ ოდესმე ისევ ვიპოვი.
არაფერი ვუთხარი, უბრალოდ, დავფიქრდი. ნეტავ, რა დაკარგა, ეგებ, საცოლე ან მეგობარი, ან იქნებ სახლი დაკარგა ბანკში? რას გაიგებ?!
– შავი ჩანთა იყო. ბოლოს თქვენგან ვიყიდე კარაქი, ხომ გახსოვთ? ალბათ 20 წუთის ან ნახევარი საათის წინ, – გავაგრძელე საუბარი გაწამაწიაში მყოფმა.
დამთავრებული არ მქონდა სათქმელი, რომ მაღალი დახლის იქიდან ჩემი ხელჩანთა გადმომაწოდა და მთხოვა, შემემოწმებინა, რამე ხომ არ მაკლდა.
ვერ აგიწერთ, როგორ გამახარა. შემოწმება არც სჭირდებოდა, უნდობლობა და უმადურობა იქნებოდა. როგორც ჩანს, არც კი გაეხსნათ.
– არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. მითხარით, თქვენ რა დაკარგეთ? ეგებ, მეც დაგეხმაროთ, – ვუთხარი მორიდებით.
– სოხუმში საფლავი დაგვრჩა ჩვენი მშობლების, ბაბუა-ბებიების, დარჩა ჩვენი სახლი, ყველაფერი, რაც მებადა. მე და ჩემი ძმა გადავრჩით ცოცხლები. ასე, ცას გამოკიდებულები ვცოცხლობთ. მართალია, აქაც სამშობლოში ვართ, მაგრამ ჩვენი სულის დიდი ნაწილი მაინც იქაა. აბა, მითხარი, უსულოდ როგორ უნდა იცოცხლო? – ისე ნაღვლიანად მითხრა, ხმა ვერ ამოვიღე. გვერდით მასავით ლამაზი კოლხი ძმა ედგა. სავარაუდოდ, მასზე უმცროსი. ისე გულისყურით უსმენდა ძმის ნაამბობს, გეგონება, პირველად გაიგოო.
რა უნდა მეთქვა. უცებ დავიბენი კიდეც. ვდუმდი.
– ეს ბიჭები ისეთი წესიერები არიან, ქალბატონო, აქ ნემსიც კი არ დაიკარგება. თქვენ რომ წახვედით, კლიენტმა გადმოგვაწოდა, მერე შეეცადა, დაგწეოდათ, მაგრამ ამაოდ, – გვერდით სექციიდან სიტყვა მომაგება ასაკოვანმა ქალმა და მისმა ენერგიულმა ხმამ ჩამომდგარი სევდიანი ბურუსი გაარღვია.
– ამ ჩანთაში მამაჩემის ნაჩუქარი ბრილიანტის სამეული მედო. როცა უმაღლესში ჩავირიცხე, მაშინ მაჩუქა, კიდევ სხვადასხვა ბრჭყვიალა ნივთი. ალბათ, ღირებულია მამაჩემის ხსოვნის გამო, – ვთქვი ხმადაბლა, თითქოს თავს ვიმართლებდი.
ამ ადამიანების ტკივილისა და გასაჭირის ფონზე, მოსატანი არ იყო ოქრო-ვერცხლი. ყველაფერმა უცებ დაკარგა ფასი. ნივთების დაბრუნებით განცდილმა სიხარულმაც გამიარა.
ხელჩანთა მეჭირა და ახლა უკვე მრცხვენოდა იმ ემოციის, რომელიც მისი დაკარგვისას გამოვხატე. გასაოცარი იყო ხალხით სავსე ამხელა ბაზარში რამის პოვნა, მით უმეტეს, ოქროულიანი ჩანთის. შევცქეროდი ორ ცისფერთვალება კოლხს, ამაყს, უქონელს, მაგრამ იმედითა და რწმენით სავსეს და ბედნიერი ვიყავი მათი აღმოჩენით.
იქვე ახლოს შავი ღვინო ვიყიდე და ამით გამოვხატე მადლიერება.
მათ მითხრეს, რომ ახლავე გახსნიდნენ, თუ მათთან ერთად მეც ვიტყოდი აფხაზეთის სადღეგრძელოს. ახლომახლოდან შემოგვიერთდნენ სხვებიც. მძღოლი გვერდით მედგა და დროგამოშვებით ღვინის მოსატანად უჩინარდებოდა ხოლმე. სახეზე გაოცება ეწერა. პირველად ხედავდა, როგორ დავცალე ღვინით სავსე ორი ჭიქა ისე, რომ სახე არ შემიჭმუხნია.
ჩვენ მანამდე წამოვედით, სანამ ვახტანგურზე გადასვლა მომიწევდა.
ისინი დარჩნენ თავიანთი აზრ-ფიქრებით, დარჩნენ თავიანთ აფხაზეთში…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved