• რეკლამა
  • კონტაქტი
18:05, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღევანდელი რეალობა აშშ-ის გამარჯვება არ არის” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
14:39 04-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ირან-აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეფასება ჯერ ადრეა, რადგან ცეცხლის შეწყვეტა აპრიორი ომს არ ასრულებს, მაგრამ იმ ფონზე, რომ 6 მარტს ტრამპი ირანისგან უსიტყვო კაპიტულაციას ითხოვდა – დღევანდელი რეალობა აშშ-ის გამარჯვება არ არის. როდესაც რამდენიმე საათით ადრე ცივილიზაციის განადგურებით იმუქრები და მერე ჰორმუზის სრუტის კონტროლსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს უტოვებ, ეს კარგად ნამდვილად არ გამოიყურება. მთავარია დარჩება თუ არა ეს რეალობა.
რა პოლიტიკური მიზნები ჰქონდა აშშ-ის?
1. რეჟიმის შეცვლა ან მისი გახსნა და კოლაბორაციაში ჩაბმა;
2. ჰორმუზის სრუტის კონტროლი;
3. ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება და გამდიდრებული ურანის დათმობა;
4. ირანის მოკავშირე რეგიონული ტერორისტული ქსელის დაფინანსების შეწყვეტა;
5. ბალისტიკური პროგრამის განადგურება;
6. დამატებითი და თანმდევი მორალურ-პოლიტიკური მიზანი კი ირანის რეჟიმის მხრიდან დაკავებული ხალხის დახსნა იყო.
მოცემული ცეცხლის შეწყვეტით არათუ რჩება ირანში რეჟიმი, არამედ მის ხელშია ჰორმუზის სრუტის კონტროლი. თუკი აქამდე გავლა უფასო იყო, ახლა შესაძლოა ფასიანი გახდეს, თანხა კი რეჟიმთან წავა. ირანი არათუ არ წყვეტს ტერორისტული ქსელის დაფინანსებას, არამედ ისრაელის მხრიდან მათ წინააღმდეგ აქტივობის შეწყვეტასაც აყენებს დღის წესრიგში. ამას რამდენად დასთანხმდებიან ისრაელში – ჯერჯერობით საკითხავია.
და ამ ყველაფერს ემატება ირანის მოთხოვნა სანქციების მოხსნისა და აშშ-ის დამრტყმელი ძალების რეგიონიდან გაყვანის შესახებ. ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესო და დამამცირებელია ვაშინგტონისთვის და ვნახოთ აღსრულდება თუ არა.
ამ ყველაფერში კი დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
რა არ ვიცით?
– უცნობია ირანის გამდიდრებული ურანის ბედი;
– უცნობია ირანის ატომური პროგრამის ბედი;
– უცნობია ბალისტიკური პროგრამის ბედი;
– უცნობია დაკავებული ხალხის ბედი;
– უცნობია ისრაელზე ირანის თავდასხმისგან უარის მიღების გარანტიის საკითხი.
ახლო მომავალში ვნახავთ, ეს ყველაფერი როგორ გადაწყდება ან როგორ გადაწყდა. საბოლოო შეფასება ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს. მაგრამ იმაზე მაღლა ახტომა რომ სცადა ტრამპმა, ვიდრე ამის პოლიტიკური ნება ჰქონდა – ეს ფაქტია: როდესაც ომში ებმები, ბოლომდე უნდა მიიყვანო ის. პოლიტიკური მიზნების ვერშესრულება, მოთხოვნების ქაოტური დაყენება და მათი ვერ მიღწევა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფოსთვის დამაკნინებელია.
თუმცა დათქმა აუცილებელია: თუ ირანმა გამდიდრებული ურანიც კი არ დათმო და ბალისტიკური პროგრამაც გააგრძელა, ხალხი სახრჩობელაზე დაკიდეს და ამ ფონზე მას სანქციები მოეხსნა – ეს გამარჯვება კი არა, სერიოზული მარცხი იქნება აშშ-სათვის. მით უფრო იმ ფონზე, რომ არაბი მოკავშირეებიც უკმაყოფილოები არიან და ისრაელიც. ის, რომ ირანს ფლოტი პრაქტიკულად აღარ ჰყავს და საჰაერო თავდაცვა ინფრასტრუქტურასთან ერთად განადგურებულია – ომის მოგებას ნამდვილად არ ნიშნავს. ვიეტნამში ბრძოლა არ წაუგია აშშ-ის, მაგრამ ვინ მოიგო ომი კი ვიცით. ყველაფერი რაც დაბომბილია – აღდგენადია.
რამდენიმე საინტერესო და საშუალო ვადაში მნიშვნელოვანი კითხვა: პირველი: რას იზამს ისრაელი? დასთანმხდბა ამ მოცემულობას და შეგულიანებულ და გამოცოცხლებულ ირანსა და მათ მოკავშირეებს?
მეორე: რა მოხდება ირანის შიგნით? რეალურად ვინ წარმართავს ირანის შიდა პოლიტიკას და ეკონომიკას? რამდენად მყარი იქნება მოჯტაბა ხამენეის ლეგიტიმაცია? რეჟიმი უფრო ხისტი გახდება თუ უფრო ლიბერალური? დასუსტებული ეკონომიკის ფონზე როგორი იქნება ხალხის ქცევა?
შიდა პოლიტიკა ისრაელშიც საინტერესოა: ნეთანიაჰუს პოზიციები გაძლიერდება დასუსტდება თუ გაძლიერდება?
ერთადერთი რაც ამ ომში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტრამპის არათანმიდევრულობაა.
გავიმეორებ, ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულებას პირდაპირ არ ნიშნავს. მაგრამ იმ მუქარების ფონზე, რაც აშშ-ს მხრიდან იყო, ცეცხლის შეწყვეტა სასურველი პოლიტიკური მიზნის მიღწევის გარეშე ცალსახა სისუსტედ გამოიყურება. მომდევნო დღეებში უკეთ გამოჩნდება სურათი. წნეხი ტრამპზე ბევრი მხრიდან იქნება – იზოლაციონისტებიდანაც და ქორებიდანაც. რომელი ფრთა გაიმარჯვებს და ვინ რას მიიღებს – ვნახოთ. შემდეგ კი საბოლოო შეფასებაც გაკეთდება.
პ.ს. და მთავარი – ამ მოცემულობის დარჩენის შემთხვევაში თუკი ვინმე შეგულიანდება ეს ავტოკრატიული რეჟიმები არიან. ჩინეთიც კმაყოფილია. ტაივანი კი ძალიან უკმაყოფილო. ვნახოთ გამოიყენებს თუ არა აშშ-ს მდგომარეობას ჩინეთი და გააქტიურდება თუ არა ტაივანის მიმართულებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved