• რეკლამა
  • კონტაქტი
16:14, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეუფე შიო მრევლს ეკლესიის გახლეჩისთვის ამზადებს” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
13:58 04-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,116

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

მეუფე შიო მრევლს სამოქალაქო დაპირისპირებისა და ეკლესიის გახლეჩისთვის ამზადებს.
სხვა არაფერს ემსახურება ის პროპაგანდა, რომელსაც ვადევნებთ თვალყურს. მრევლი და ხალხი არ ირჩევს პატრიარქს, მაშინ ვისთვის კეთდება ეს განცხადებები? ვისთვის და რისთვის ამზადებენ მრევლს? იმისთვის, რომ თუ სხვა ნებისმიერი ,გარდა მეუფე შიოსი, გახდება პატრიარქი, მრევლი დაუპირისპირდეს მას და საბოლოოდ გამოიწვიონ დაპირისპირება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის რღვევა.
ეს არის წმინდა რუსული სცენარი და ძალიან სამწუხაროა, რომ სინოდის წევრები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად თუ გაუაზრებლად არის ჩართული ამ პროცესში.
აპრიორი იმის ხაზგასმა, რომ ნებისმიერი “სხვა” არის “ღალატი”, არის არა თუ უმეცრება და ბოროტება, არამედ საქართველოს და ეკლესიის მტრობა.
მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” ნუ ჩაერთვება ამ თამაშში. მისმა პროპაგანდისტებმა შეწყვიტონ მავნებლობა, რომელიც მიმართულია დედა ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გაფრთხილებთ, თქვენ ვერ შეძლებს პროცესების მართვას.
მოვუწოდებ სინოდის წევრებს, შეწყდეს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით ღია პროპაგანდა და მხარდაჭერის გამოხატვა, ისევე როგორც მოსაყდრის “მემკვიდრეობასთან” დაკავშირებით ინტერპრეტაციები. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ეცით პატივი ეკლესიას და მრევლს და ტყუილებით ნუ კვებავთ საზოგადოებას.
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა და ნუ გახდებით ის ადამიანი, რომელიც პირველად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, ხელს შეუწყობს სამოქალაქო და საეკლესიო დაპირისპირებას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი სხეულის ხლეჩას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved