• რეკლამა
  • კონტაქტი
08:06, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობახიძე “კუკუშკის” აღდგენას აანონსებს

ალია ავტორი - ალია
13:44 04-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

ბორჯომი-ბაკურიანის ე.წ. კუკუშკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მივიღე გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის [საქართველოს რკინიგზის განვითარების 2026 -2028 წლების სამოქმედო გეგმა] ნაწილი, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას და განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას“,- განაცხადა კობახიძემ.

“კუკუშკამ” მუშაობა პანდემიის პერიოდში შეაჩერა და მას შემდეგ აღარ ამოქმედებულა. ცნობისთვის, მაშინ, ის სწორედ იმ მიზეზით შეჩერდა, რომ რეაბილიტაცია უნდა დაწყებულიყო.

ჯერ კიდევ 2019 წელს, საქართველოს რკინიგზამ განაცხადა, რომ სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება. სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს კი შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებდა.

2017 წელს ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის კომპლექსს „კუკუშკასა” და ეიფელის ხიდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კომპლექსში შედის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წესები ვრცელდება იმ რკინიგზის სადგურებზეც, სადაც მატარებელი აჩერებს. მათ შორისაა წაღვერი და ცემი. ორივე სოფელში სადგურები მიტოვებულია, კარი დაკეტილი, მინები კი ჩამსხვრეული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved