ტრამპის მუქარის გამო, ირანი აშშ-სთან პირდაპირ დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, ამ ნაბიჯმა დროებით გაართულა შეთანხმების მიღწევის ძალისხმევები, თუმცა, ამავდროულად, ცეცხლის შეწყვეტაზე შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებები გრძელდება.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კავშირების გაწყვეტით ირანი უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის სიგნალის გაგზავნას გეგმავდა.
ამ მომენტისთვის უცნობია აღდგება თუ არა ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი კომუნიკაცია ტრამპის მიერ დადგენილ ვადამდე.
















კომენტარები