აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე გამოცემა „პუბლიკასთან“ ადასტურებს.
მიქელაძის თქმით, ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, რა გახდა ჟურნალისტის დაკავების მიზეზი.
„გიდასტურებთ გათავისუფლებას, თუმცა ჯერ ვერ გავიგეთ რა იყო დაკავების მიზეზი. სავარაუდოდ, ეს არ იყო დაკავება და საპოლიციო შემოწმება იყო, თუმცა ზუსტად არ ვიცით“, – განუცხადა მიქელაძემ მედიას.
















კომენტარები