• რეკლამა
  • კონტაქტი
09:58, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახლა რაც ხდება, სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობაა – სააკაშვილი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე

ალია ავტორი - ალია
14:01 04-04-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
593

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

პატრიარქი ილია II იყო კომპლექსური პიროვნება. 2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა – “ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა”.  ამ ერთ პიროვნებაში რა თქმა უნდა მე ვიგულისხმებოდი და ის რომ სწორედ ჩემს გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ (ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი).
თუმცა მეორეს მხრივ მე მახსოვს ისიც, თუ როგორ მიჭერდა ილია II მხარს 5 ჯვრიანი დროშის დამკვიდრებაში, როდესაც იუსტიციის მინისტრობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს აქტიურად დავიწყე ამ დროშის გამოყენება, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ხუთჯვრიანი დროშა ბევრად უფრო ასახავდა ჩვენს ისტორიას და ღირებულებებს, ვიდრე სოციალ-დემოკრატების I რესპუბლიკის დროშა.
დროშას კრძალავდნენ, მას ხევდნენ, ჩემს წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები და მაშინ სწორედ პატრიარქის აქტიურმა ჩარევამ გააძლიერა ჩვენი პოზიციები.
პატრიარქს ბოლოს ბერლინში შევხვდი, 2017 წელს, შრიტეს კლინიკაში. მე და გიულიმ მოვინახულეთ, შეხვედრას ესწრებოდა შორენა თეთრუაშვილი და ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა, რომლის დროსაც პატრიარქს ჩემზე ხელი ჰქონდა ჩამოკიდებული და სულ მიმეორებდა “თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ საქართველოში”.
ჩემი დაბრუნების შემდეგ პატრიარქი უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ და საპატრიარქოს რეაქცია რაც იყო ჩემს და სხვების დატყვევებაზე მგონი გვახსოვს.
ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები რომ ერთმნიშვნელოვნად თეთრი და შავი არ არსებობდა, თუმცა ახლა რაც ხდება ეს არის სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობა.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდს ყველა სფეროში საკმაოდ ჩქარა გადავლახავთ, თუ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ.
“იბრძოლეთ და ძლევთ” (ტარას შევჩენკო)”- წერს სააკაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved