• რეკლამა
  • კონტაქტი
10:07, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიდი ერა დაიწყო, ღმერთმა დალოცოს დედამიწა” – ზურა ვარდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:05 04-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,072

ჟურნალისტი, ზურა ვარდიაშვილი:

არსებობს ასეთი ქოცური კითხვები  – საერთოდ რა ჯანდაბისთვის მივფრინავთ მთვარეზე? ხო ვიყავით უკვე? რა დაგვრჩენია? რატომ ვხარჯავთ ამდენ დროს, ფულს, სიცოცხლეებს? ახალი რა უნდა გავიგოთ? რა ხეირი (მაყუთი) დაგვრჩება?
კი, მთვარეზე უკვე ვიყავით, თან რამდენჯერმე. მაგრამ ეს იყო უფრო შესეირნებები, ახლა მივალთ, ჯერ დავტესტავთ, მერე დავსხდებით, მერე დავფუძნდებით.
ადრე მიიჩნეოდა, რომ მთვარე უდაბური, მტვრიანი და უჟმური იყო. აპოლოს მისიების შემდეგ ვიცით, რომ მის მარადიულად ჩრდილოვან კრატერებში ყინულია. ყინული ნიშნავს წყალს, წყალი ნიშნავს იმას რომ გამოყენება შეგვიძლია – დავლევთ. ასევე წყალი არის ჟანგბადი და წყალბადი, საუკეთესო საწვავი რაკეტისთვის. რად გვინდა საწვავი მთვარეზე? გვინდა.
მთვარე ძალიან კარგი სატესტო საშუალებაა მარსისკენ მოგზაურობის დასაგეგმად. მარსამდე 8-9 თვე გვაშორებს, მთვარემდე 3 დღე. ასე რომ სანამ იქ გავიქაჩებით, ჯერ მთვარე უნდა დავამხეცოთ.
მთვარეზე არის იშვიათი ელემენტები, რაზეც ახლა დიდი ნადირობაა გამოცხადებული, გარდა ამისა, მთვარის „უკანა მხარე“ (Far Side), ბნელ მხარეს რომ ეძახიან, მაგრამ არაფერი ბნელიც არაა, საუკეთესო ადგილია კოსმოსური ტელესკოპებისთვის, რადგან იქ დედამიწიდან მომავალი რადიოტალღები არ აღწევს და სამყაროს სიღრმეების დანახვა ბეევრად უკეთ შეიძლება. რას დავინახავთ ამ სიღრმეებში? რა ვიცი აბა.
სინამდვილეში მთვარე გაცილებით იდუმალი ტიპია და ბევრ საიდუმლოს ინახავს, ასევე ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩვენთვის, ვიდრე ღამის განათებაა.
არსებობს მთვარის წარმოშობის რამდენიმე თეორია, მაგრამ უმთავრესი არის დიდი შეჯახების.
ეს მოხდა ოთხნახევარი მილიარდი წლის წინ.
როცა დედამიწა ძალიან ახალგაზრდა იყო, მას დაეტაკა დაახლოებით მარსის ზომის პლანეტა – სახელად თეია. მაშინ არ ერქვა არაფერი. მერე დავარქვით ეგრე. ამ თეიამ დედამიწას კარგა ბლომად ნაწილი მოამსხვრია და კოსმოსში გაფანტა, მერე ეს ნაგლეჯები გრავიტაციამ შეკრა, მოაბურთავა და მთვარედ აქცია. თვითონ თეია განადგურდა. მისი რაღაც ნაწილებიც მთვარემ მიიწება, ასე რომ ახლა ჩვენი მეგობარი მთვარე შედგება დედამიწისა და თეიასგან. სწორედ ამიტომ აქვს ჩვენნაირი ელემენტები, ხოლო თუ თეიას ნაწილებიც ამოვთხარეთ, ოოო, ჩვენ გავიგებთ, როგორ იბადებიან პლანეტები სამყაროში.
სხვათაშორის რომ არა ეს შეჯახება, არავინ იცის როგორ წარიმართებოდა დედამიწის ბედი. სწორედ დარტყმამ გადახარა მისი ღერძი 23,5 გრადუსით და ეს გადახრა განაპირობებს წელიწადის დროების ცვლილებებს. ეს რომ არა მთელი წლის მანძილზე ყველგან ერთი და იგივე ამინდი იქნებოდა, პოლუსებზე სულ ყინვა, ეკვატორზე სულ აუტანელი სიცხე. ახლა რადგან გადახრილი ღერძი გვაქვს, ხოლო ჩვენ ელიფსზე ვმოძრაობთ, შედეგად ორბიტის სხვადასხვა წერტილში დედამიწის სხვადასხვა ნაწილი ეფიცხება მზეს. და ეს განაპირობებს წელიწადიოს დროთა ცვლილბებს.
მოკლედ დიდი ერა დაიწყო, ღმერთმა დალოცოს დედამიწა.
თეგები: ზურა ვარდიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved