ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, “გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება”.
,,დაინტერესებულ მოქალაქეებს, შეგიძლიათ შეუფერხებლად მიმართოთ სააგენტოს და ოფიციალურად მიიკედლოთ თქვენს მზრუნველობაში მყოფი ცხოველები. ამისათვის საჭიროა, გამოგვიგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა სააგენტოს ელფოსტაზე: info@ama.gov.ge
განცხადებას დაურთეთ: ძაღლის ფოტო, ასევე საჭდის ფოტო, რომელზეც იკითხება საჭდის ნომერი, მისამართი, სადაც გსურთ ძაღლის მიკედლება, ასევე თქვენი პირადი ნომერი და საკონტაქტო მონაცემება”. – წერს უწყება.














კომენტარები