• რეკლამა
  • კონტაქტი
15:49, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

ალია ავტორი - ალია
15:50 04-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს  უწყვეტ რეჟიმში ატარებენ.

სამართალდამცავების მიერ, ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.

ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათი დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

სამართალდამცავების მიერ, საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, გამოვლენილნი და დაკავებულნი არიან ის ნარკოდამნაშავეებიც, რომლებიც უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად  გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ.

პოლიციელების მიერ, ასევე, აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების მცდელობის მორიგი მასშტაბური ფაქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება  განათავსა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია კონკრეტული ადგილების ფოტოსურათები, შესაბამისი აღმნიშვნელებითა და ადგილმდებარეობით.

სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“, ,,მეთადონი”, „ალფა-პვპ“, ,,მდმა”, „ბუპრენორფინი“ და „კლეფედრონი“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე,  260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავების მიერ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგების შესახებ, მოსახლეობას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღკვეთილია ნარკოტიკების გასაღების, გასაღების მცდელობისა და ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის ასეულობით ფაქტი. აღნიშნული მიმართულებით სამართალდამცავები უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ და დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები, მართლმსაჯულების წინაშე პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved