• რეკლამა
  • კონტაქტი
05:07, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ალია ავტორი - ალია
15:15 03-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა არჩევნების ადმინისტრირებაში – ციფრული ინოვაცია, შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური სწავლება“, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.

საერთაშორისო კონფერენცია სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით ერევანში გაიმართადა მასში საარჩევნო ორგანოების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. კონფერენციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციიდან ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი დაესწრნენ. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში სესიაზე „შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური თანამშრომლობა“, სადაც გიორგი კალანდარიშვილმა,როგორც მთავარმა მომხსენებელმა, პრეზენტაცია წარადგინა და საარჩევნო სისტემების გაძლიერებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი. მათ შორის, კონფერენციის ერთ–ერთი სესია დაეთმო ციფრულ ტრანსფორმაციას არჩევნების ადმინისტრირებაში. განიხილეს ის ციფრული ინსტრუმენტები და ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებმა დანერგეს  საარჩევნო სისტემებში, ისაუბრეს მათი გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სომხეთში დაგეგმილი არჩევნების სამზადისსაც გაეცნენ. სომხეთის საარჩევნო კ ომისიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს ინფორმაცია და განიხილეს არჩევნების ადმინისტრირების საკითხები.  

საქართველოს ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამავდროულად გამართა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციების წინაშე არსებული გამოწვევები, საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საერთაშორისო კონფერენცია ერევანში 25 მარტს გაიმართა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved