• რეკლამა
  • კონტაქტი
15:30, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცესკოს გამოცდილებას ეცნობა

ალია ავტორი - ალია
17:55 03-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციასმასპინძლობს. ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, შეხვედრებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მართავს.

24 მარტს ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. გიორგი შარაბიძემ საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება.

„დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასპინძლობს კოლეგებს ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციიდან, რათა გავუზიაროთ ის გამოცდილება რაც ადმინისტრაციამ დააგროვა ბოლო ორი არჩევნების დროს ტექნოლოგიების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია კოლეგებს გაუზიარებს ყველა იმინფორმაციას, რომელიც ტექნოლოგიების დანერგვასდა მასთან დაკავშირებულ ჯაჭვს უკავშირდება. მსგავსი ტიპის ვიზიტები პერმანენტულად ხორციელდება, რათა გაზიარდეს შესაბამისი ინფორმაცია საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. ცესკო აგრძელებს ურთიერთობებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ უკეთესად უზრუნველყოს მათი ინფორმირება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღესვე, დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსს ეკა ცაბაშვილს, ელექტრონული ტექნოლოგიების მენეჯერ გიორგი სტურუასა,საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს ნიკოლოზ იოვაძეს და ლოგისტიკის განყოფილების უფროსს ლევან დევიძეს.ორი დღის განმავლობაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დელეგაციის წევრებს გაუზიარებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის დაგეგმარების, საარჩევნო აპარატურის ჩაწერის, საარჩევნო აპარატურის ლოგისტიკისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ადგილზე გაეცნონ ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებს და მათი მუშაობის სპეციფიკას.

„ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ვიზიტი, რომ გავიგოთ უფრო მეტი თქვენი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლობა ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს და აქ იმისთვის ვართ, რომ უკეთ გავიგოთ საარჩევნო ლოგისტიკა როგორ არის ორგანიზებული ორივე მიმართულებით, როგორც საარჩევნო ტექნოლოგიების კუთხით ისე საარჩევნო პროცესის წარმართვისას“, – აღნიშნა ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დანიელა ალიმეჰმეტიმ შეხვედრის მიმდინარეობისას.

ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციაში ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – დანიელა ალიმეჰმეტი, ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სექტორის უფროსი – გერიონ ვეზული და საარჩევნო ლოგისტიკის კოორდინაციის სექტორის უფროსი – ენკელეჯდა ჩეჩო შედიან.

სასწავლო ვიზიტი ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved