• რეკლამა
  • კონტაქტი
20:45, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ და როდის აირჩევენ ახალ პატრიარქს

ალია ავტორი - ალია
10:05 03-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
419

საქართველოში საპატრიარქო ტახტი 141-ედ დაქვრივდა. ილია მეორეს თითქმის ნახევარ საუკუნოვანი მმართველობის ეპოქის დასრულების შემდეგ, ახლა საქართველოს ეკლესიის საჭე უსათუოდ სხვამ უნდა ჩაიბაროს.

მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური სამართლის აღსრულების ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. ახალი პატრიარქი, მე-14 საეკლესიო კრებამ, წმინდა სინოდმა, დამოუკიდებლად უნდა აირჩიოს.

საქართველოს ისტორიაში ბოლოს პატრიარქი 1977 წელს, 1945 წლის დებულების რედაქციის მიხედვით, 49 წლის წინ აირჩიეს. მაშინ, როდესაც გარდაიცვალა პატრიარქი დავით მეხუთე. ის ისე აღესრულა, რომ მოსაყდრე არ დაუსახელებია.

ილია მეორეს აღსრულების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის მართვის გადაბარების პროცედურა იმ გარემოებამ გაამარტივა, რომ მოსაყდრედ შიო მუჯირი უწმინდესმა სიცოცხლეშივე დაასახელა. მისი გარდაცვალების მეორე დღესვე შეიკრიბა წმინდა სინოდი და მოსაყდრედ ის ყველა წესის დაცვით აირჩია.

მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში – ელიზბარ მუჯირი, დაიბადა 1969 წლის პირველ თებერვალს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.

1991 წელს ის დამკვიდრდა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წლის 5 თებერვალს აღიკვეცა ბერად და ეწოდა შიო.

ამის შემდეგ მისი სასულიერო გზა ეტაპობრივად განვითარდა. სასულიერო სემინარიის სტუდენტობიდან სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრობამდე.

მიუხედავად ტახტის მოსაყდრეობისა, ეს არ არის უსათუო წინაპირობა იმისა, რომ პატრიარქად შიო მუჯირი აირჩიონ, თუმცა, მას აქვს პატივი მოიწვიოს საეკლესიო კრება მომდევნო პატრიარქის ასარჩევად.

ბოლოს გასულ საუკუნეში ჩატარებული პროცედურა, ამ საუკუნეში განსხვავებული წესებით ჩატარდება.

ახლა უკვე წმინდა სინოდის მიერ ოფიციალურად აღიარებულმა მოსაყდრემ, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, არაუგვიანეს 2 თვისა, პარასკევ დღეს, საპატრიარქოში ქართული ეკლესიის წინამძღვრის ასარჩევად წმინდა სინოდი უნდა შეკრიბოს – 39 მღვდელმთავრის შემადგენლობით.

ეკლესიური კანონიკის პროტოკოლის მიხედვით, პირველ ეტაპზე მოხდება ფარული კენჭისყრით 3 კანდიდატის შერჩევა.

სინოდი 3 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩევს ორს, ამის შემდეგ იქნება გაფართოებული კრება კანდიდატების განხილვისთვის.

პატრიარქად ჩაითვლება ის არჩეული კანდიდატი, რომელიც მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ანუ მინიმუმ 20 ხმას მიიღებს.

არჩეული პატრიარქის აღსაყდრება, ანუ ინტრონიზაცია ხდება არჩევიდან 2 დღეში, აუცილებლად კვირა დღეს და ტრადიციულად სვეტიცხოვლის ტაძარში.

არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ქართული ეკლესიის უმაღლესი იერარქი წოდების პარალელურად მიიღებს ისტორიულ ატრიბუტიკასაც. ახლად არჩეულ პატრიარქს ასევე გადაეცემა ჯვარ-პანაღია, 4 კილოგრამიანი ოქროს მიტრა და კვერთხი.

მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, პატრიარქი ირჩევა სამუდამოდ – სიცოცხლის ბოლომდე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved