• რეკლამა
  • კონტაქტი
22:46, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დაკრძალეს

ალია ავტორი - ალია
17:18 03-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
297

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

პატრიარქის სურვილის მიხედვით, სწორედ სიონის ტაძარი არის მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. მისი სასულიერო გზა გასული საუკუნის 50-იან წლებში მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში დაიწყო, სადაც მან განათლება მიიღო. აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს ირაკლი შიოლაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან მსახურება ჯერ მცხეთის, შემდეგ კი ბათუმის საკათედრო ტაძარში დაიწყო. მალევე, 1963 წელს, პატრიარქ ეფრემ II-მ ის შემოქმედელ ეპისკოპოსად აკურთხა. ილია მეორე დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1967 წელს ის გადაიყვანეს აფხაზეთის ეპარქიაში, სადაც მან 11 წელი გაატარა. ილია მეორე ქვეყნის პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. პატრიარქად კურთხევის შემდეგ ილია მეორე მთელი საქართველოსთვის საყრდენი ძალა გახდა. ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში 49 წელი იყო. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. დღეისთვის კი ქვეყანაში 46 ეპარქია, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირია.

სწორედ ილია მეორის ძალისხმევით მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია. მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს. სწორედ მისი პატრიარქობის დროდ გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.

ოთხ იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 93 წელი შეუსრულდა. პატრიარქობის 49 წლის განმავლობაში, ილია მეორე ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით ქვეყნისთვის ყველაზე რთულ მომენტებში – 9 აპრილს, სამოქალაქო ომის დროს თუ აგვისტოს ომის დღეებში. ის გახდა მორალური ორიენტირი, რომელმაც შეძლო ერის გაერთიანება სულიერი ღირებულებების გარშემო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved