ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
,,ამ 6 მილიარდიან არაბულ “ინვესტიციის” მოლოდინზე რომ დაკიდეს იბერიის გაბრწყინება, რომლის ძირითადი ნაწილი ისევ ჩვენი ჯიბეებიდან უნდა ამოიღონ, ეს ერთი თემაა.
მაგრამ ახლა ეს ვირეშმაკული სქემაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
40 მილიარდიანი Emaar ჯგუფის ღირებულება 13 მილიარდამდე დაეცა 25 მილიარდიანი ვალის ფონზე. ანუ, ლამის გაკოტრების პირზეა.
ყიდიან ყველაფერს ლონდონში, ნიუ-იორკში პარიზში მეხუთედ ფასში.
რამე რომ გასკდეს საქართველოში, იღებს ამაზე პასუხისმგებლობას კობახიძე, რომელმაც მათი გაყიდვების მენეჯერის ფუნქცია შეითავსა?!“














კომენტარები