• რეკლამა
  • კონტაქტი
11:10, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩემი რჩევაა, დაანებონ თავი ბავშვურ თავის მართლებას და დროულად შეასრულონ მათ მიმართ ანგარიშში გამოთქმული ყველა რეკომენდაცია” – სანდრო ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
18:16 03-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,175

აღმოსავლეთმცოდნე, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” მენეჯერი, სანდრო ბარამიძე:

,,ქოცების, მათ შორის, კობახიძის და ბოჭორიშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ მოსკოვის მექანიზმის ექსპერტმა ანგარიში ძალიან “მალე” წარადგინა, რომ ამისთვის მას საკმარისი “დრო არ ჰქონდა”, რომ ის “მიკერძოებული” იყო, რადგან საქართველოს მიმართ ამ მექანიზმის ამოქმედებების ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყნის – პოლონეთის მოქალაქეა და სხვა ამგვარი ინსინუაციები ჰაერში გასროლილი სიტყვებია და რაიმე სამართლებრივი შედეგები მათ არ მოჰყვება.

ჯერ ერთი, 1991 წლის მოსკოვის დოკუმენტის თანახმად, რომლითაც ეუთოს წევრმა ქვეყნებმა მოსკოვის მექანიზმი დააფუძნეს, მოსკოვის მექანიზმი ძალზე ხანმოკლე პროცედურას ითვალისწინებს, რაც იმით არის განპირობებული, რომ ეუთოს წევრმა ქვეყნებმა სწრაფი რეაგირება მოახდინონ ეუთოს ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანური განზომილების მხრივ არსებულ პრობლემებზე. ამ დოკუმენტის მე-7 პუნქტის თანახმად, ანგარიში უნდა მომზადდეს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არა უმეტეს 3 კვირის ფარგლებში, პოლონელ ექსპერტს სწორედ ამდენი დრო დასჭირდა თავისი ანგარიშის მოსამზადებლად.

როდესაც ეუთოს შეუერთდა, საქართველომ აიღო ყველა ვალდებულება, რომელიც ამ ორგანიზაციას თავისი წევრებისთვის აქვს დადგენილი, მათ შორის, მოსკოვის დოკუმენტიდან გამომდინანარე ვალდებულებებიც და მათ შორის, ანგარიშის მომზადების დროის ნაწილშიც. შესაბამისად, ქოცებისთვის ცნობილი იყო, რომ ანგარიში “მალე” მომზადდებოდა.

მეორე, მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში არსებობს ექსპერტთა სია, საიდანაც ირჩევენ ექსპერტს მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი სახელმწიფოები და, სურვილის შემთხვევაში, ის სახელმწიფოც, რომლის მიერ ჩადენილი დარღვევების თაობაზე ხდება მექანიზმის ამოქმედება. არ არსებობს რაიმე დათქმა, რომელიც ინიციატორ სახელმწიფოებს აუკრძალავდა ექსპერტის შერჩევას, თუ ის ერთ-ერთი ინიციატორი სახელმწიფოს მოქალაქეა. პოლონელი ექსპერტი ამ ექსპერტთა სიიდან შეირჩა. ქოცებს არ უსარგებლიათ თავიანთი უფლებით, იმავე სიიდან შეერჩიათ თავიანთი ექსპერტი. მიზეზი გასაგებია, როდესაც სატელევიზიო კამერების წინ ადამიანებს თავ-პირს ულეწავდნენ, ნეტავ რომელი პატიოსანი და პროფესიონალი საერთაშორისო ექსერტი იტყოდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ქცევა “ადამიანურ განზომილებაში” ჯდება?

მესამე, საერთოდ არ არსებობს რაიმე გასაჩივრების, გაპროტესტების ან შემოწმების პროცედურა, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შემუშავებული ანგარიშის ვალიდურობას.

მაშასადამე, ქოცების განცხადებები არის მხოლოდ უსუსური პროპაგანდა, რომელიც თვითონ ქოცების გარდა სხვას ვერავის ვერაფერში დაარწმუნებს ან გადაარწმუნებს. ჩემი რჩევაა, დაანებონ თავი ბავშვურ თავის მართლებას და დროულად შეასრულონ მათ მიმართ ანგარიშში გამოთქმული ყველა რეკომენდაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილი სავარაუდოა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თავად შეუდგება იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომლებიც ექსპერტმა საერთაშორისო თანამეგობრობას განუსაზღვრა.“

თეგები: სანდრო ბარამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved