• რეკლამა
  • კონტაქტი
15:01, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ეს ძალიან სერიოზულია“ – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:41 03-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,849

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ეს ძალიან სერიოზულია

როცა სასამართლოში ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი ქონების მთლიანად ჩამორთმევის საკითხს წყვეტდნენ, მე ვსაუბრობდი არა ჩემს 1,5 ჰექტარ ვენახზე და 75 კვ.მ.-ის სახლზე, არა ტრამპის კლუბში წაყვანისთვის გაღებულ ხარჯებზე, არამედ იმ დიდ საფრთხეზე რომელიც უდგას დღევანდელი და მომავალი თაობების ქართველებს.

შევხედოთ ირანს – იქ რევოლუცია მოხდა 1978 წელს მაშინ 11 წლის ვიყავი და ცხოველი ინტერესი მქონდა ირანში მიმდინარე მოვლენებისადმი. იმის შემდეგ ირანელების სამი თაობა დაიბადა და გაიზარდა დიქტატურაში. ახლა მათ დაუსვეს მოჯთაბა, განსვენებული აიათოლას მეორე შვილი და ჰპირდებიან მონობის მრავალ ათწლეულს.

მოდი დავუბრუნდეთ საქართველოს, რომელსაც უკვე მე-14 წელია მართავს ივანიშვილი. მან ყველას დაანახა რომ არა მხოლოდ ხელისუფლებაზე უარის თქმას არ აპირებს, არამედ უახლოეს ხანში გადაწყვეტილი აქვს თავის შემცვლელად ვაჟიშვილი ცოტნეს დასმა.

ხოდა თუ დიქტატურა ჩაბეტონდა გვექნება ასეთი სურათი. ცოტნე 20 წლისაა, ჩემი ალისა 5-ის, გუშინწინ სასამართლოზე მყოფი უმაგრესი ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამი გადასცილდა 20-ს, იქვე მყოფი ჩემი ძვირფასი მეგობრის თეა ადეიშვილის ნიტა ცოტა კიდევ უფროსია. ხოდა იმის გათვალისწინებით, რომ დიქტატურის დროს მმართველი მხოლოდ ასაკის გამო იცვლება და თანამდებობა მემკვიდრეობით გადადის ცოტნე I-ის მმართველობის დასასრულისთვის ალისა იქნება დაახლოებით 60-65 წლის ხოლო ორივე ნიტაც და მარიამიც 80 წელს მიტანებული მათი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები და ალისას შვილიშვილები იქნებიან დაბადებული და იცხოვრებენ დიქტატურაში.

ეს არის ის რაც რეალისტურად შეიძლება განვითარდეს თუ დიქტატორმა ახლა ბოლომდე გაიდგა ფესვები. კუბას მაგალითად, რევოლუციიდან 70 წლის გასვლის შემდეგ ფაქტობრივად მართავს ყოფილი დიქტატორის, ფიდელის ძმის რაულ კასტროს შვილიშვილი. ჩრდილო კორეას კიმ ირ სენის შვილიშვილი.

თუ ივანიშვილი ჩაბეტონდა წინააღმდეგობის გამწევიც აღარავინ დარჩება. მოხდება ის რაც კუბაში, ყველა ნიჭიერი ადამიანი წავა, ბევრი დაიხოცება და საქართველოში დარჩება მთლიანად დამონებული, პრაქტიკულად დნმ შეცვლილი მასა. ვაკე-საბურთალო გაიყოფა ირანულ და რუსულ ნაწილებად, რომელთა მომსახურე პერსონალი ფილიპინელები იქნებიან და არა ქართველები.

თბილისის გარეუბნები იქნება არაბული, ხოლო ბათუმი რუსული და თურქული. ქართველები აქა იქ შემორჩებიან ზემო აჭარაში, იმერეთში. სამეგრელო დარჩებათ რუსებს, რომელთაც უყვართ ზღვის მახლობლად დასახლება.

ეს ყველა კატეგორია რენტას გადაუხდის ივანიშვილის ოჯახს, რათა მათ დაიცვან ახალ ჩამოსახლებულები ქართველების მხრიდან რევანშისგან. საერთოდ საქართველო გახდება ვირტუალური ღობით შემოღობილი ერთი დიდი ზონა, საიდანაც ქართველებს არცერთ ქვეყანაში აღარ შეუშვებენ და ქვეყანაშიც მხოლოდ გარკვეულ შიდა ზონებში იქნებიან ჩაკეტილები.

ქუჩაში პოლიციის ნაცვლად ციხის ბადრაგები ივლიან თუ გგონიათ, რომ ციხეში გავგიჟდი. მაშინ შეხედეთ ოდესღაც აყვავებულ ლიბანს, რომელსაც ზუსტად ეს დაემართა.

ეს პროცესი უკვე დაწყებულია მოხდა დიქტატურასთან უთანხმოებაში მყოფი უმრავლესობის დეჰუმანიზაცია და აქტიურად მიდის ქვეყნიდან განდევნა, უკვე განდევნილების გაქრობა, ხმის ჩამორთმევა, მალე საინფორმაციო არხებიც გადაიკეტება.

ხოდა რა დროს ჩვენ განსხვავებებზე ლაპარაკია???
აზრზე მოვიდეთ ყველა“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved