ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
,,ყველა უფლება რაც დაარღვიეთ, ყველა დარტყმა, ყველა დაჭერა, ყველა უბნის გაყალბება, წამება, ჩვენი გაგუდვა გაზით თუ პროპაგანდით, ტიტუშკები რომ სადარბაზოში გვხდებოდნენ, გვირეკავდნენ და გვემუქრებოდნენ, მაკას და გუკას რომ ლამის სიცოცხლე მოუსწრაფეს, მზია რომ დაიჭირეთ და სინდისის ტყვეები, პოლიტიკოსები რომ გამომაწყვდიეთ, სასტიკი, უგულო, უსულო კანონები რომ მიიღეთ, ადამიანები რომ გააქციეთ, ემიგრანტებს რომ უფლება წაართვით – და ყველაზე მთავარი საკუთარი სამშობლო რომ გაყიდეთ – ყველაფერია ამ დასკვნაში.
სადაა გაყალბების მტკიცებულება? აქაა.
სადაა წამების მტკიცებულება? აქაა.
აქაა თქვენი არაადამიანობა და ღალატი, ქოცებო, დასკვნაში, რომელიც ყველა შემდეგი სანქციის საფუძველი გახდება, დასკვნაში, რომელიც ისტორიული დოკუმენტი გახდება თუ რა ჩაიდინეთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. საჭმელში ჩაფურთხების კი არა, ჰააგის გეშინოდეთ.
ეს იქნებს შენი განაჩენის საფუძველი, ივანიშვილო.“














კომენტარები