• რეკლამა
  • კონტაქტი
11:27, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სირცხვილი ბობოლა ბიზნესს და ბიზნესმენებს!!“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:16 03-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,355

ეკონომისტი რომან გოცირიძე დავალიანების გამო  ,,ტვ  პირველის” სატელიტიდან გათიშვას ეხმაურება:

,,ტვ პირველი სატელიტიდან გათიშეს გადაუხდელობის გამო. ეს ამორალური და მშიშარა ბიზნესის ბრალია, რომელსაც რეკლამის მიტანაც კი ვერ გაუბედავს კრიტიკულ ტელევიზიებში.

ბობოლა, ხელისუფლების ხელით ნაკვები ბიზნესი, რომელიც რუსულ პროპაგანდისტულ არხებს უხდის ხარკს, კი არის ღირსი, რომ დასანქცირდეს.

ცალკე საკითხია ბანკები: არნახული მოგება მიიღეს გასულ წელს, 3,3 მილიარდი ლარი. 2,3 მილიარდი რომ მიღოთ, აწყენდათ? ცოტა პროცენტი რომ დაეწიათ არ შეეძლოთ? არ იზამენ ამას და ვერც ვერავინ დაავალებს. მორალური შეგონება უაზრობაა და ვერც გაიგებენ. მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია და ფულის ალტერნატიულ ინსტრუმენტებში დაბანდების საშუალება თუ მოარჯულებს მათ. ერთი რამ კი შეგვიძლია ვუთხრათ-ამორალურები არიან, რომ სატელევიზიო რეკლამაზე უარი თქვეს ხელისუფლების შიშით. ლონდონის ბირჟაზე კი არა, ქუჩის ბირჟაზეა მათი ადგილი. ნუთუ მათი მოგების 0,1 პროცენტის მიტანა არ შეეძლოთ დამოუკიდებელ ტელევიზიებში? ორ ამდენს ამ “ლონდონის ბირჟის” ბანკების ერთ დირექტორი იღებს წლიური შემოსავლის სახით.

მალე “ფორმულასაც” იგივე ბედის გაიხიარებს.

დამოუკიდებელი მედია განადგურების პირასაა მისული რუსული კანონებით დაწესებული შეზღუდვების გამო. საგარეო მხარდაჭერა შეწყდა. როდის, თუ არა ახლა უნდა გამოავლინოს ელემენტარული სამოქალაქო თვითშეგნება ბიზნესმა. შავ ლაქად დარჩება მათი ასეთი დამოკიდებულება თითოეული კომპანიისა თუ პიროვნებების ბიოგრაფიაში. ნუთუ ერთხელ მაინც არ დაფიქრებულან იმაზე, თუ რა დღეშია ჩავარდნილი მედია, როცა დამოუკიდებელი ტელეკომპანიები საბანკო ანგარიშებს აქვეყნებენ და 10 ლარის ჩარიცხვას ითხოვენ? ჩვეულებრივი ადამიანების მხარდაჭერით არსებობენ ჯერ კიდე ტელვიზიები, ვისთვისაც 10 ან 100 ლარი მართლაც რაღაცას ნიშნავს, მაგრამ არ ენანებათ, იციან რა, თუ რას ნიშნავს თავისუფალი სიტყვის გაქრობა. მადლობა მათ.

სირცხვილი ბობოლა ბიზნესს და ბიზნესმენებს!!“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved