ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა და დააზიანა. ძირითადი აქცენტი იყო რადარსა და საკომუნიკაციო სისტემებზე, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ავრცელებს ინფორმაციას.
აღნიშნულის შესახებ გამოცემა გადამოწმებულ ვიდეოებზე, ოფიციალურ განცხადებებსა და თანამგზავრული ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომელიც აშშ-ის 11 სამხედრო ობიექტს მოიცავს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ობიექტების უმეტესობას მიადგა სერიოზული ზიანი და მისი აღდგენა რთული იქნება.
აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ანგარიშში საუბარია, რომ ირანის მნიშვნელოვანმა შესაძლებლობებმა, დაარტყას ამერიკულ ძირითად ობიექტებს, ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინს გადააჭარბა














კომენტარები