• რეკლამა
  • კონტაქტი
09:15, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქოლცენტრების ქსელი საქართველოში – TI-ს ანგარიშში „ოცნების“ მაღალჩინოსნებზე მიუთითებენ

ალია ავტორი - ალია
14:36 03-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,759

ორგანიზაცია Transparency International Georgia-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების ფართომასშტაბიანი ქსელი წლების განმავლობაში დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეების ასეულობით მილიონ დოლარს მოტყუებით ეუფლებოდა, ხოლო საქმეში შესაძლოა მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურების მფარველობა ფიგურირებდეს.

ანგარიშის თანახმად, „სქამ ქოლცენტრების“ ქსელი ევროპული კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში განთავსებული ყალბი საინვესტიციო რეკლამებით უკავშირდებოდა და სხვადასხვა სქემით თანხებს თაღლითურად იღებდა. შეფასებით, ერთ აქტიურ ქოლცენტრს ყოველდღიურად 50 000-დან 500 000 დოლარამდე შემოსავლის მოპოვება შეეძლო, ხოლო მთლიანად ქსელის მიერ მოპარული თანხა შესაძლოა 350 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტიც იყოს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოძიებებითა და მედიის მასალებით მსგავსი ქსელების არსებობა ჯერ კიდევ 2021–2024 წლებში იყო ცნობილი, თუმცა სამართალდამცავებმა ძირითადად მხოლოდ დაბალი რგოლის თანამშრომლები დააკავეს, მაშინ როცა ორგანიზატორები პასუხისმგებლობას თავს არიდებდნენ.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2025 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას. ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ საქმე არა ახალი დანაშაულის აღმოჩენას, არამედ მის კონფლიქტს უკავშირდებოდა ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მოხსენიებულ ბიძინა ივანიშვილითან.

ანგარიშში ასევე ნახსენებია ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის შესაძლო კავშირებზე თაღლითურ ქსელებთან ჟურნალისტები ჯერ კიდევ 2022 წლიდან საუბრობდნენ. მიუხედავად ამისა, როგორც ავტორები აღნიშნავენ, ის წლების განმავლობაში ხელშეუხებელი იყო, ხოლო მის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ 2026 წელს დაიწყო.

დოკუმენტში აღწერილია თაღლითობის სქემაც: მსხვერპლებს სოციალურ ქსელებში ყალბი საინვესტიციო რეკლამებით იზიდავენ, შემდეგ მათ „ფინანსური მრჩევლის“ სახელით უკავშირდებიან და მცირე საწყისი დეპოზიტის გადარიცხვას სთხოვენ. მოგვიანებით მათ ეძლევათ წვდომა ყალბ ონლაინ პლატფორმაზე, სადაც თითქოს ინვესტიციის ზრდა ჩანს. საბოლოოდ, მსხვერპლებს დამატებითი თანხების გადარიცხვას აიძულებენ, ხოლო თანხის გამოტანის მცდელობისას სხვადასხვა „საკომისიოსა“ და „გადასახადს“ ითხოვენ.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად გახმაურებული დაკავებებისა, პრობლემა კვლავ აქტუალურია. საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის Organized Crime and Corruption Reporting Project-ის მონაცემებით, საქართველოში ზოგიერთი მსგავსი ჯგუფი კვლავ აგრძელებს საქმიანობას.

ანგარიშის ავტორები ასკვნიან, რომ ქვეყანაში თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირება ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება და არა ორგანიზებული დანაშაულის სისტემურ აღმოფხვრას.(ფორმულა)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved