აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ დრონებით მიტანილი იერიშის უარყოფა სრულიად მიუღებელია.
სამინისტრო აცხადებს, რომ ტექნიკურმა საშუალებებმა დაადასტურეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად იყო მიმართული. სამინისტროს ცნობით, მათგან ერთი აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა, ხოლო დანარჩენებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლის შენობაზე, მიიტანეს იერიში.
“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ შეწყვეტენ ამ აშკარა ფაქტის უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან მომხდარი ინციდენტის გამო და შესაბამისი ირანული უწყებები პასუხისმგებელ პირებს დასჯიან” – ნათქვამია განცხადებაში.














კომენტარები