• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაკო ავალიანი „რუსთავი 2“-ში თვეში 39 ათას ლარზე მეტს იღებდა – დეკლარაცია

ალია ავტორი - ალია
22:39 03-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,934

პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ვაკო (ვარლამ) ავალიანის ხელფასი ტელეკომპანიაში მუშაობის დროს თვეში 39 ათას ლარზე მეტი იყო. ამის შესახებ მან ჩაწერა დეკლარაციაში, რომელიც კატარში ელჩად მუშაობის გამო 3 იანვარს შეავსო, დოკუმენტი კი დღეს, 4 მარტს გასაჯაროვდა. – დეკლარაციას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

დეკლარაციის მიხედვით, ვაკო ავალიანმა „რუსთავი 2“-ში (სს მედია ჰოლდინგ) მუშაობის დროს ჯამში 400 ათას ლარამდე თანხა აიღო:

  • როგორც დირექტორმა – 314 213 ლარი (8 თვეში);
  • როგორც კონსულტანტმა – 83 329 ლარი (2 თვეში).

ვაკო ავალიანი და მისი ცოლი, თამარ ქაფიანიძე ფლობენ ორ მიწის ნაკვეთს თბილისსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში, ასევე სამ ბინას თბილისში და ერთს ბათუმში.

გარდა ამისა, მისი ცოლის სახელზეა რეგისტრირებული 2025 წელს 185 000 ევროდ შეძენილი ბინა იტალიაში.

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს ვაკო ავალიანმა შეიძინა „ტოიტოა რავ 4“. 2024 წელს ამ ავტომობილში მან 119 000 ლარი გადაიხადა.

თანხის დიდი ნაწილი ვაკო ავალიანის ცოლის საბანკო ანგარიშებზეა თავმოყრილი. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ცოლ-ქმარს საბანკო ანგარიშებზე ჰქონდათ:

26 ათას ლარზე მეტი;

21 ათას ევროზე მეტი;

36 ათას კატარის რეალზე მეტი (26 ათას ლარზე მეტი).

გარდა ამისა, ისინი ნაღდი ფულის სახით ინახავენ:

18 ათას ევროს;

11 ათას ლარს.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვაკო ავალიანი კატარში ელჩად 2025 წლის ნოემბერში დაინიშნა. ის ტელეკომპანიის დირექტორი იყო 2021 წლიდან. (რადიო თავისუფლება)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved