• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, ორშაბათი, 6 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ – სუს-ი

ალია ავტორი - ალია
12:28 02-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია 2006 წელს დაბადებული პირი, სხვა რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცრუ შეტყობინებების გავრცელების შემთხვევებმა იმატა. მათ შორის, სახელმწიფო უწყებების ელექტრონული ფოსტის მისამართებზე სხვადასხვა ქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებსა თუ ორგანიზაციებში შესაძლო აფეთქების განხორციელების ან/და ბომბის არსებობის შესახებ არაერთი მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინება შევიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია 2006 წელს დაბადებული პირი, რომელიც თავადაც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სხვა რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები – მათგან ამოღებული ელექტრონული მოწყობილობების შესწავლა, რის შემდეგაც მათ მიმართაც ინდივიდუალურად, შესაბამისი სტანდარტის არსებობისას გატარდება სამართლებრივი ღონისძიებები.

მუქარის შეტყობინებების ავტორები ძირითადად იყენებდნენ ვირტუალურ ქსელებს, IP მისამართების დაფარვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხმის შემცვლელ პროგრამებს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, პერსონალური კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად ინფორმაციის წარმომავლობისა და შინაარსისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყველა შეტყობინებაზე დამოუკიდებლად განხორციელდა უსაფრთხოების მიზნით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაშიც კომპლექსურად მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. არცერთ შემთხვევაში ფაქტი არ დადასტურებულა.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე გააჩნია შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ზემოთ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ, ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

არქი ჰორაიზონი
ახალი ამბები

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

18:23 07-05-2026
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved