• რეკლამა
  • კონტაქტი
23:55, ორშაბათი, 23 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნამდვილად ვერ მოვიდოდი დღეს ხელცარიელი “სასამართლოში” -რას აქვეყნებს სააკაშვილი?

ალია ავტორი - ალია
20:24 02-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

„ნამდვილად ვერ მოვიდოდი დღეს ხელცარიელი “სასამართლოში”, ივანიშვილის ზვიგენზე შეურაცხყოფის პროცესზე. ამიტომ დღეს გამოვაქვეყნე ძალიან ავი და რეჟიმის მამხილებელი სტატია, ვაშინგტონის წამყვან პოლიტიკურ გამოცემაში The HILL-ში.
ვპირდები ზვიგენის პატრონს, ყოველ პროცესზე ახალ-ახალი მამხილებლები მასალების მიტანას, ასეთივე ავტორიტეტული დასავლური გამოცემებიდან, ისე რომ, საკუთარი ზვიგენის ბედიც მოენატროს.
სტატიის ქართული ვერსია:
ტრამპი ფრთხილად უნდა იყოს საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას
წლების განმავლობაში სამხრეთ კავკასია რუსეთის ექსკლუზიური დომინაციის ზონა იყო. ეს მოცემულობა შეიცვალა ტრამპის ადმინისტრაციის დიპლომატიის ბოლოდროინდელი წარმატების შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან ორივე ქვეყანა ირანს ესაზღვრება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციამ ნაბიჯები გადადგა კავკასიის მესამე ქვეყანასთან ურთიერთობების რეაქტივაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს შეიძლება პოზიტიურ ნაბიჯად მოგეჩვენოთ, არსებობს სერიოზული ნიუანსები, რომლებიც გასათვალისწინებელია.
ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ცოტა ხნის წინ ეწვია სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას – სომხეთსა და აზერბაიჯანს საქართველოს გვერდის ავლით. ბიძინა ივანიშვილი, რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი, რომელიც ახლა არაფორმალურად მართავს საქართველოს, როგორც მის პირად სამფლობელოს, აქტიურად ლობირებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მასზე დაწესებული აშშ-ის სანქციების მოხსნას.
საქართველო, რომელიც ოდესღაც კავკასიის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა, ახლა იზოლირებულია არა მხოლოდ აშშ-სგან, არამედ თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიოსგანაც.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი თითქმის ერთსულოვნად პროამერიკელია, ვაშინგტონის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ივანიშვილთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ, შესაძლოა, ცუდი ამბავი იყოს როგორც ქართველებისთვის, ასევე აშშ-სთვის.
გასულ კვირას ივანიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შესახვედრად. აშშ-ის საელჩომ თბილისში დაადასტურა, რომ საქართველოს უკიდურესად რეპრესიული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე, იყო მიწვეული და აშშ-ში გაემგზავრა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან შესახვედრად.
გასული კვირის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მარკო რუბიოს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პროპაგანდისტულ ტელეარხ „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუს თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მას დაჰპირდა, რომ ადმინისტრაცია ყურადღებით შეისწავლის წინა ადმინისტრაციისგან დატოვებულ ვითარებას და გადახედავს ურთიერთობებს.
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო დასავლეთის ფავორიტად იქცა. ჩემი პრეზიდენტობისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მსოფლიოსთვის „დემოკრატიის შუქურა“ გვიწოდა. პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც 2012 წელს საქართველოში მასშტაბური პროექტი წამოიწყო, ქვეყანას „მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი“ უწოდა. 2012 წელს, როდესაც ტრამპ თაუერის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, ტრამპმა შემაქო, როგორც პრეზიდენტი და განაცხადა: „ამ კაცმა საოცარი სამუშაო შეასრულა და ეს ნიჭი შეგვიძლია ჩვენს დიდებულ ქვეყანაშიც გამოვიყენოთ“.
მიუხედავად ამისა, ამჟამად ქვეყანა უკვე წლების განმავლობაში კრიზისშია ჩაფლული. ქუჩაში დემონსტრანტები ტრამპისა და ვენსის პორტრეტებს ატარებენ, მათგან დახმარების მოლოდინის ნიშნად. პროცენტული თვალსაზრისით, საქართველოში დღეს უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე მადუროს ვენესუელაში. მე უკვე მეხუთე წელია სამარტოო საკანში ვარ.
ამჟამად კი მასამართლებენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც გამოვთქვი სურვილი, სელფი გადამეღო ივანიშვილის სახლში მყოფ შინაურ ზვიგენთან ერთად.
ყველა მთავარი ოპოზიციური ლიდერი ციხეშია. დემონსტრანტებს აკავებენ მხოლოდ ტროტუარზე დგომისა და არაფრის გამო. ჟურნალისტებს ავიწროებენ და დევნიან.
საქართველოს რუსული სტილის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ კიდევ უფრო მკაცრია, ვიდრე თავად რუსეთში არსებული კანონი. ახალი კანონის თანახმად, ნებისმიერი ბიზნესის მფლობელს, ქუჩის გამყიდველის ჩათვლით, პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვისთვის უზარმაზარი ჯარიმები და სისხლის სამართლის საქმე ემუქრება.
ამ რეპრესიული კანონების კიდევ უფრო გასამწვავებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ყველა, ვინც ივანიშვილის მთავრობას ლეგიტიმურად არ ცნობს, სამ წლამდე პატიმრობას მიიღებს.
აშშ-ის ინტერესების გათვალისწინების სანაცვლოდ, ივანიშვილი ფაქტობრივად მოითხოვს, რომ ვაშინგტონმა აღიაროს მისი უფლება, სასტიკად მოეპყროს საკუთარ მოქალაქეებს და მართოს საქართველო ისე, როგორც თავად სურს – მათ შორის ოპონენტების მასობრივი დაპატიმრებები და აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მშვიდობიანი შეკრებების წინააღმდეგ. მან აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ურთიერთობების გაფუჭებაც კი მოახერხა მას შემდეგ, რაც ტრამპის სახელობის ახალი სტრატეგიული სატრანსპორტო მარშრუტის საბოტაჟი მოახდინა.
მე ბევრი რამ გავაკეთე აშშ-სთან კარგი ურთიერთობების დასამყარებლად, ვხელმძღვანელობდი ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული შეთანხმების დადებას. ბაიდენის ადმინისტრაცია გავიდა ამ შეთანხმებიდან საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პრორუსული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო. ქართული საზოგადოების მხრიდან ივანიშვილის მიერ აშშ-სთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაფუჭებასთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკის შედეგად, მისი პრემიერ-მინისტრი ახლა აცხადებს, რომ მას სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა სურს.
თუმცა, ურთიერთობების აღდგენა საქართველოს მმართველობის ცვლილების გარეშე, შესაძლოა, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან სისუსტის ნიშნად გამოჩნდეს. მნიშვნელოვანია საუბრის გაგრძელება, მაგრამ მხოლოდ იმ პირობებში, რაც გააძლიერებს აშშ-ის მოკავშირეებს საქართველოსა და რეგიონში. ამერიკის ადმინისტრაციამ ბრწყინვალე სამუშაო გაწია ბელარუსი პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და ნამდვილად არ არის საჭირო ოლიგარქ ივანიშვილის დაუმსახურებელი უპირატესობით დასაჩუქრება. რა თქმა უნდა, ეს უკიდურესად მტკივნეული იქნებოდა მრავალი მომიტინგესთვის, რომლებსაც ამერიკის დროშები და ამერიკელი ლიდერების სურათები უჭირავთ.“
თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
LIVE  გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“
ახალი ამბები

LIVE გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“

14:16 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved